სასტუმროში შეკრებილები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
გაფართოებული შეხვედრის საბაბი გახდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ეროვნული ჩემპიონატის გაყალბებული შეხვედრების შესახებ. ამას დაემატა დღეს უეფა-დან გამოგზავნილი წერილი, რომელიც კიდევ დამატებით სამი მატჩის გაყალბებას ეხება.
აღნიშნული თემის განხილვა ფეხბურთის ფრედერაციის პრეზიდენტსა და რევაზ ძოძუაშვილს შორის რამდენიმე წუთში სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ამ
საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა. ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე, დაახურულ კარს მიღმა გრძელდება.
რაც შეეხება უეფას წერილს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამი შეხვედრის გამოძიებას სთხოვს. ზვიად სიჭინავამ უეფა-ს მიერ დღეს გამოგზავნილი წერილი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე წარმოადგინა.
საუბარია სამ მატჩზე, კერძოდ "ვიტ-ჯორჯია"-"სპარტაკის" შეხვედრაზე, რომელიც 2010 წლის 21 ნოემბერს გაიმართა, ასევე ამავე გუნდების დაპირისპირებაზე, რომელიც განმეორებით 2010 წლის 1 დეკემბერს ჩატარდა და ფოთის "კოლხეთისა" და "სამტრედიის" შეხვედრაზე, რომელიც 12 თებერვალს გაიმართა.
როგორც ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, უეფა-ს მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნულ მატჩებში დაფიქსირდა საეჭვო შედეგები და საეჭვო გარემოებები, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.
ამასთან, ეს მატჩები გუშინ გახმაურებელ ფაქტებს შორის არ არის.
interpressnews.ge
ანუ "კეთილი" რომელი იყო?
ძალიან უცნაური და გაუგებარია იმ ადგილას კამერა როგორ მოხდა