რევაზ ბარაბაძე: ხანგრძლივმა მკურნალობამ დამღალა

AutoSharing Option
რევაზ ბარაბაძე ძალიან გაწვალდა. ბოლო ორი წელია, 22 წლის თავდამსხმელს გადაბმულად 10 მატჩი არ ჩაუტარებია, ტრავმებმა თამაშისა და ფორმის აღდგენის შანსი არ მისცა.

მახაჩყალის "ანჟიდან" წამოსვლის შემდეგ, ბელგიაში მკურნალობდა, მერე, გასულ წელს რუსთავის "ოლიმპში" ჩაირიცხა. თუმცა ტრავმამ მალევე შეახსენა თავი და დღემდე მკურნალობს.

"ხანგრძლივმა მკურნალობამ ფსიქოლოგიურად ძალიან დამღალა. ტრავმა კი მოვირჩინე, მაგრამ ჯერ კუნთი არ მომმაგრებია და ჩვეულებრივი დატვირთვით ვარჯიში არ შეიძლება. ახლა ყოველდღე ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ. ჯერ არც ვიცი, როდის დასრულდება მკურნალობა. ახლა მთავარია, ივნისისთვის, როდესაც ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყება,
ფიზიკურად მზად ვიყო", - ამბობს ბარაბაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული