"სპარტაკი" გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ ცხინვალის "სპარტაკის" განცხადება:

"უეფადან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მოსულ წერილში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ ორ მატჩს საეჭვოდ მიიჩნევს. კერძოდ, ეროვნული ჩემპიონატის 2010 წლის 21 ნოემბერს, რუსთავში, "ვიტ ჯორჯიასთან" ჩატარებულ მატჩს (0:1) და 2010 წლის 1 დეკემბერს, ასევე რუსთავში ჩატარებულ თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩს (2:1).

მოგახსენებთ, რომ ინფორმაცია ამ მატჩების საეჭვოდ მიჩნევის შესახებ ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ საქმის გამოძიებაში ჩართულ ნებისმიერ უწყებასთან და ორგანიზაციასთან. ჩვენი საფეხბურთო კლუბი საკუთარ პოზიციას ამ საქმის გამოძიების დასრულების
შემდეგ დააფიქსირებს."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული