"გაგრაში" იმედოვნებდნენ, რომ ოვონიკოკო საქართველოს პასპორტს უპრობლემოდ მიიღებდა, რადგან ბოლო დროს ეს გამარტივებული წესით ხდება. მაგალითისთვის ზუგდიდის "ბაიასა" და ზამბიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელ ჩისამბა ლუნგუს ამბავიც გამოდგება. შარშან პასპორტი აიღო და ოთარ გაბელიამ საქართველოს
"გაგრას" ხელმძღვანელები ფიქრობდნენ, რომ 18 წლის ნიგერიელით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელები დაინტერესდებოდნენ და, ასეც იყო, მაგრამ საბოლოოდ ოვონიკოკომ უარი მიიღო.
"გაგრაში" გვითხრეს, რომ უარის საფუძველი ჯერ არ იციან, ამას ოფიციალური წერილით გვაცნობებენო.