საქართველომ ოვონიკოკოს უარი უთხრა

AutoSharing Option
"გაგრას" თავდამსხმელ აბაიომო სეუნი ოვონიკოკოს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს. ქართული პასპორტის აღება 18 წლის ნიგერიელს ევროპაში გზას გაუხსნიდა: დეკემბერში ევროკავშირის ვიზაზე საფრანგეთის საკონსულომ უთხრა უარი და "რენში" გასინჯვა ჩაეშალა, იანვარში კი ჰოლანდიის საკონსულოდან (რომელიც საქართველოში ბელგიურ ინტერესებსაც წარმოადგენს) მიიღო უარყოფითი პასუხი და ბელგიურ "გენკს" ვერ შეუერთდა.

"გაგრაში" იმედოვნებდნენ, რომ ოვონიკოკო საქართველოს პასპორტს უპრობლემოდ მიიღებდა, რადგან ბოლო დროს ეს გამარტივებული წესით ხდება. მაგალითისთვის ზუგდიდის "ბაიასა" და ზამბიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელ ჩისამბა ლუნგუს ამბავიც გამოდგება. შარშან პასპორტი აიღო და ოთარ გაბელიამ საქართველოს
ახალგაზრდულ ნაკრებში თურქულ შეკრებაზე წაიყვანა, მაგრამ ზაფხულში რუსეთის პირველი ლიგის "ურალში" ჩაირიცხა და საქართველო დაივიწყა.

"გაგრას" ხელმძღვანელები ფიქრობდნენ, რომ 18 წლის ნიგერიელით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელები დაინტერესდებოდნენ და, ასეც იყო, მაგრამ საბოლოოდ ოვონიკოკომ უარი მიიღო.

"გაგრაში" გვითხრეს, რომ უარის საფუძველი ჯერ არ იციან, ამას ოფიციალური წერილით გვაცნობებენო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეო ძია შენ აზრზე ხაარ რას ამბობ სტატია წაიკითხე და მერე დაწერე კომენტარი და რატომ არ მისცეს გაიგებ.
otari56
13:51 06-05-2011
0
უარი უთხრეს და სწორადაც მოიქცნენ, საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი ევროპაში წასასვლელი ბილეთივით გაიხადეს აფრიკელებმა. ყოფილა უკვე შემთხვევები და ესეს რო გაინაღდებდა თავისას სდიე მერე. საქართველოს მოქალაქეობას დამსახურება ჭირდება...ზანგიც რო ეშმაკობაში გაჯობებს და მერე გადაგაგდებს ....
Aleqsandre Barbaqadze
11:31 06-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული