თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი (ფოთში შეხვედრა 5 წუთით ადრე, ხოლო სამტრედიაში ამდენითვე გვიან დაწყებულა) და ამ დროის განმავლობაში ზესტაფონელები საჩემპიონო ზეიმის მოლოდინში იყვნენ. თითქმის ყველა მათგანი მობილურით საუბრობდა და ბოლო ინფორმაციებს იღებდა სამტრედიიდან. თუმცა "ზესტაფონის" "დახმარება" თანაკუთხელებმა საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხეს და ზეიმი ზესტაფონისთვის გადადეს.
...შეხვედრას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა - მოგება კოლხებს
არადა, დასაწყისი მასპინძლებს ცუდს არაფერს უქადდა. მართალია, კლასით სტუმრებს ჩამუოვარდებოდნენ, მაგრამ ნაწვიმარ და ატალახებულ მინდორზე ამის გადაფარვა მონდომების ხარჯზე მოახერხეს.
მეტიც, პირველი რეალური ხიფათი ფოთელებმა შექმნეს, როცა ლევან მდივნიშვილი კარგ პოზიციაში გაიყვანეს თანაგუნდელებმა, ფორვარდის დარტყმული ხარიხამ უკუაგდო. მალე უკვე კოლხები გადაურჩნენ გოლს - ძაგანიამ შოთა გრიგალაშვილის ახლოდან დარტყმული მოიგერია.
სულ ეს ორი ეპიზოდი ჩავინიშნეთ პირველ ტაიმში, თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთებში საჯარიმოში ნიკა გელაშვილის დაცემას, როცა არბიტრს, ალბათ, პენალტის დანიშვნა მართებდა.
მეორე ტაიმი ზესტაფონელთა უპირატესობით დაიწყო. საწყის წუთებში გორგიაშვილს ორჯერ მიეცა გატანის შანსი - პირველ შემთხვევაში კარს ააცილა, ხოლო მეორედ გატანა მოახერხა. თუმცა ამ ორი ეპიზოდს შორის გელაშვილის დარტყმულიც უნდა გასულიყო, მაგრამ ბურთი ტალახმა კარის ხაზზე შეაჩერა.
ფოთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მრისხანე მეტოქეს არც გაშვებული გოლის შემდეგ შეუშინდნენ და მალე გათანაბრებაც მოახერხეს - 59-ე წუთზე გიგა კვერენჩხილაძემ ჯერ ჯარიმა "აიკიდა", ხოლო შემდეგ დათა სიჭინავას პასს თავი ისე დაუხვედრა, რომ კვასხვაძემ რეაგირება ვერ მოახერხა - 1:1.
ამის შემდეგ კი თანდათან იმერელთა უპირატესობა აშკარა გახდა და ბოლო ოც წუთში მათ სამჯერ იხეირეს. ჯერ კახა ალადაშვილის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთზე ყველას კობახიძემ დაასწრო, შემდეგ მეკარის ბაქანში დაუშვილმა ბოლომდე იბრძოლა და ძაგანიას მეორე ცდაზე გაუტანა, ხოლო ბოლოს შეცვლაზე შესულმა აფციაურმა ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი გოლად აქცია.
საბოლოოდ, 1:4 - ზესტაფონმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, ხოლო ფოთელები თავს იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ მოგება ვერ შეძლო მათმა ერთ-ერთმა კონკურენტმა "სპარტაკმა".
08.05.2011 ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი
კოლხეთი-ზესტაფონი 1:4
0:1 გორგიაშვილი (49), 1:1 კვერენჩხილაძე (58. სიჭინავას პასით), 1:2 კობახიძე (70), 1:3 დაუშვილი (78), 1:4 აფციაური (86)
კოლხეთი ზესტაფონი
4-1-4-1 4-5-1
ძაგანია რ. კვასხვაძე
გავაშელიშვილი ბენაშვილი
ინწკირველი გ. ონიანი
გოგონაია კობახიძე
გელაჭეიშვილი ფოფხაძე
მეგრელიშვილი კ. ალადაშვილი
კვერენჩხილაძე დაუშვილი
პ. დათუნაიშვილი გრიგალაშვილი
გვალია გორგიაშვილი
ზ. ჯანაშია ბაბუნაშვილი
მდივნიშვილი გელაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ს. ფილია გ. გეგუჩაძე
კოლხეთი
37. ჯანაშია-სიჭინავა
74. გელაჭეიშვილი-სამადაშვილი
85. დათუნაიშვილი-წიქარიშვილი
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ლემონჯავა, მოისწრაფიშვილი, გულუა
ზესტაფონი
73. ბენაშვილი-დვალი
82. გრიგალაშვილი-აფციაური
9+2. დაუშვილი-წინამძღვრიშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ძარია, ს. ლომია, გაგოშიძე
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)
მამუკა ქანთარია ფოთიდან