საინტერესოა, ბოლოდროინდელი სკანდალის, ეროვნული საფეხბურთო პირველობის დაბალი დონისა და მისი შელახული იმიჯის შემდეგ, რა ფასი ადევთ ქართულ კლუბებს?
გერმანულმა სატრანსფერო სააგენტომ "ტრანსფერმაკტმა" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების ერთიანი სატრანსფერო ფასი დაასახელა (თანხა დასახელებულია ევროებში).
გუნდები
1. "დინამო" 6.800.000 251.852
2. "ზესტაფონი" 5.800.000 232.000
3. "ოლიმპი" 3.075.000 123.000
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
4. "ტორპედო" 2.325.000 93.000
5. "ვიტ ჯორჯია" 1.125.000 48.913
6. "სპარტაკი" 875.000 38.043
7. "სიონი" 850.000 30.357
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
8. "ბაია" 450.000 21.429
9. "კოლხეთი-1913" 425.000 15.741
10. "სამტრედია" 400.000 15.385
სულ: 22.125.000 88.500
შენიშვნა: ფ.ს.ფ. - ფეხბურთელის საშუალო ფასი
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით კლუბების საერთო ფასი გაზრდილია. თუმცა, ვიცით რა ჩვენი გუნდების მადის ამბავი, დარწმუნებული ვართ, ბევრი მათგანის ნომინალური მფლობელი საკუთარს ბევრად უფრო ძვირად შეაფასებს. იყო კიდეც შემთხვევა, უფულო და უბიუჯეტო გორის "დილას" პატრონობის მსურველ კომპანიას 330 ათასი დოლარი მოსთხოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამო" ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი არ არის, მაინც ყველაზე ძვირადღირებული კლუბია. ცხადია, ისტორია და ბრენდობა ფასობს. მისი ფეხბურთელების საშუალო ფასი 251.852 ევროა. თუმცა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კვლავ "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილია - 550 ათასი ევრო.