საქართველოს ჩემპიონატი 22 მილიონი ევრო ღირს

AutoSharing Option
საინტერესო ცნობაა: "გლაზგო რეინჯერსის" ახალი მფლობელი შოტლანდიელი ბიზნესმენი კრეიგ უაიტი გახდა, რომელმაც "რეინჯერსის" აქციების 85,3 პროცენტი იყიდა და არ იკითხავთ, ამის სანაცვლოდ გლაზგოელთა ყოფილ მეპატრონე დევიდ მიურეის რა გადაუხადა? მხოლოდ ერთი გირვანქა! რატომ და, მას გლაზგოელთა ვალის გასტუმრებაც მოუწევს, რომელიც დაახლოებით ჩვიდმეტ მილიონ გირვანქას შეადგენს.

საინტერესოა, ბოლოდროინდელი სკანდალის, ეროვნული საფეხბურთო პირველობის დაბალი დონისა და მისი შელახული იმიჯის შემდეგ, რა ფასი ადევთ ქართულ კლუბებს?

გერმანულმა სატრანსფერო სააგენტომ "ტრანსფერმაკტმა" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების ერთიანი სატრანსფერო ფასი დაასახელა (თანხა დასახელებულია ევროებში).

გუნდები                      
ფასი                        ფ. ს. ფ.
1. "დინამო"               6.800.000                251.852
2. "ზესტაფონი"        5.800.000                 232.000
3. "ოლიმპი"             3.075.000                 123.000
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
4. "ტორპედო"          2.325.000                 93.000
5. "ვიტ ჯორჯია"      1.125.000                48.913
6. "სპარტაკი"            875.000                   38.043
7. "სიონი"                850.000                    30.357
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
8. "ბაია"                    450.000                   21.429
9. "კოლხეთი-1913" 425.000                   15.741
10. "სამტრედია"      400.000                   15.385

სულ:                        22.125.000               88.500

შენიშვნა: ფ.ს.ფ. - ფეხბურთელის საშუალო ფასი

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით კლუბების საერთო ფასი გაზრდილია. თუმცა, ვიცით რა ჩვენი გუნდების მადის ამბავი, დარწმუნებული ვართ, ბევრი მათგანის ნომინალური მფლობელი საკუთარს ბევრად უფრო ძვირად შეაფასებს. იყო კიდეც შემთხვევა, უფულო და უბიუჯეტო გორის "დილას" პატრონობის მსურველ კომპანიას 330 ათასი დოლარი მოსთხოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამო" ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი არ არის, მაინც ყველაზე ძვირადღირებული კლუბია. ცხადია, ისტორია და ბრენდობა ფასობს. მისი ფეხბურთელების საშუალო ფასი 251.852 ევროა. თუმცა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კვლავ "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილია - 550 ათასი ევრო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სწორედაც რომ შუაშია, დინამოელობა ფეხბურთელს ფასს უწევს, მოგვწონს ეს თუ არა - იკითხეთ მენეჯერებთან და დარწმუნდებით.
japaneze
11:51 09-05-2011
0
აქ არაფერ შუაშია ბრენდობა ეს არის ფეხბურთელების საერთო ფასი და შეადგენს 6800000
shako
11:18 09-05-2011
0

სიახლეები პოპულარული