თუმცა, იმედია, ეს შეხვედრა მაინც არ იყო გარიგებული. მეტიც, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. როგორც ჩანს, გიგა ბეჭვაიას ამბავმა ვიტელებზე ძალიან ცუდად იმოქმედა და მათ პირველი ტაიმი ჩააგდეს, "სპარტაკმა" კი, რომელიც უმაღლესი ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია, შეხვედრა მონდომებით დაიწყო.
ანგარიში სტუმრებმა 24-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიას" მეკარე არდალიონ მიქაბერიძის უხეში შეცდომის წყალობით გახსნეს: მის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი საჯარიმოს
თუმცა თერთმეტ წუთში მიქაბერიძემ საკუთარი შეცდომა გამოასწორა, როდესაც გიორგი მამუჩიშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზვიად მეტრეველმა დაარტყა - მიქაბერიძემ ბურთი მოიგერია. დამატებაზე დეკანოიძის დარტყმა მცველს ხელზე მოხვდა, რაზეც სპარტაკელები მეორე პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ თამაში გააგრძელა. ეტყობა, ჩათვალა, რომ ბურთმა მოძებნა ხელი და არა ხელმა ბურთი.
არადა, ეს ბურთი რომ გასულიყო, "ვიტ ჯორჯიას" საქმე წასული იყო, მაგრამ გაფუჭებულმა პენალტმა მასპინძლები გაამხნევა და მეორე ტაიმში უჩვეულო მონდომებით და აგრესიით ათამაშდნენ.
მათ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს: 62-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ ახლო მანძილიდან სოსო გრიშიკაშვილს ვერ აჯობა. განსაკუთრებით გიორგი კორიფაძე და შეცვლაზე შესული გიორგი გურეშიძე აქტიურობდნენ. ვფიქრობთ, რომ უმცროს გურეშიძეს აქვს საიმისო პოტენციალი, რომ ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელთა ყურადღება რომ მიიქციოს, რადგან პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოედანზე მისი გამოჩენისას "ვიტ ჯორჯია" თამაშს ამწვავებს.
კორიფაძემ და გურეშიძემ რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყეს კარში, მაგრამ გრიშიკაშვილი კარგად თამაშობდა. თუმცა "სპარტაკის" მეკარემ 81-ე წუთზე გუნდი ვეღარ გადაარჩინა, როდესაც დავით ხურცილავამ უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:1.
ამის შემდეგ თავის გამოჩენა შეეძლოთ ისევ გიორგი გურეშიძეს, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ლაშა გაბრიჭიძეს (დარტყმა იჩქარა და კარს ააცილა), არდალიონ მიქაბერიძემ კი სპარტაკელი თემურ შონიას ძლიერი დარტყმა დაამიწა, საბოლოოდ, ფრე - 1:1, რომელმაც ცხინვალელები პირველ ლიგას მიუახლოვა.
08.05.2010. თბილისი. "შატილი". 400 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია- პარტაკი 1:1
გოლები: 0:1 დეკანოიძე (24), 1:1 ხურცილავა (81).
35-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა მეტრეველმა (მეკარემ მოიგერია).
ვიტ ჯორჯია სპარტაკი
4-1-4-1 4-3-1-2
ა. მიქაბერიძე გრიშიკაშვილი
ხურცილავა ჭაფოძე
გოგიაშვილი ბოიომო
ადამაძე ბურძენაძე
ღანიაშვილი მანჩხავა
გურ. გურეშიძე მამუჩიშვილი
კორიფაძე შონია
ჯანელიძე კილასონია
ვასაძე ჯაკობია
ზაქრაძე დეკანოიძე
ჩიმაკაძე მეტრეველი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ზ. ბერიძე ბ. კვარაცხელია
ვიტ ჯორჯია:
59. ჯანელიძე - გიორ. გურეშიძე
73. ზაქრაძე - გაბრიჭიძე
88. კორიფაძე - კასრაძე
სათადარიგოები: ძაძამია, ჭანკვეტაძე, დვალაშვილი, როსტიაშვილი.
სპარტაკი:
65. დეკანოიძე - კლოვისი.
69. ჯაკობია - მ. ბარაბაძე.
83. მანჩხავა - სეფიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ალავიძე, ზერეკიძე, კაკაშვილი
გაფრთხილება: ჯაკობია (30), ადამაძე (34).
არბიტრი: თ. გვანცელაძე