5 ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 5 ფეხბურთელს, რომლებიც საფეხბურთო გარიგებებში იყვნენ ჩართული, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა. გაყიდულ მატჩებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად, ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის 17 წევრი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, საკმაოდ რთულად წარიმართა შეხვედრა და საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხმები გაიყო. სიჭინავას განმარტებით, 8 წევრის პოზიცია იყო, რომ ფეხბურთელებს სასჯელის სახით 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიეღოთ, ხოლო 9 წევრი მოითხოვდა, მათ სამუდამო დისკვალიფიკაცია შეფარდებოდათ.

საბოლოოდ, სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გატარებულიყო უმკაცრესი ზომა,
რაც ინქება კარგი მაგალითი, რათა მომავალში სხვა ფეხბურთელებს და კლუბებს აღარ გაუჩნდეთ მატჩების გაყიდვის სურვილი. შესაბამისად, 5 ფეხბურთელს, "ვიტ-ჯორიას" მოთამაშე გიგა ბეჭვაიას, ზუგდიდის "ბაიას" ორ ფეხბურთელს - როინ ონიანს და ლევან ვართაგავას და "სამტრედიის" ორ ფეხბურთელს - სპარტაკ გოგიას და ზაზა კირთაძეს სამუდამო დისკვალიფიკაცია შეეფარდათ.

რაც შეეხება პრევენციული ხასიათის სხვა გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც აღამსრულებელი კომიტეტის წევრები აცხადებენ, გაყიდულ მატჩებთან დაკავშირებით და, ზოგადად, ამ მიმართულებით ისინი აღმასრულებელი კომიტეტის მომავალ სხდომებზე უფრო დეტალურად იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორებას გამორიცხავს.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
აღმასკომის წევრებს მინდა ვკითხო,ასე ცხარედ რომ უკამათიათ და თურმე ხმებიც გაყოფილა,რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელისთვის სამუდამოთ მოკვეთავდნენ თუ 5 წლით?5 წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პროფესიულ ფეხბურთში დაბრუნება როგორ წარმოუდგენიათ?
davit berekashvili
09:09 11-05-2011
0
რა თქმა უნდა ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფეხბურთელები დამნაშავეები არიან, მაგრამ ხომ ჯობდა რომ ესე სამართლიანად თუნდაც ჟორდანია და ახალკაცი დაესაჯათ :) სამართალი ყველას მიმართ ერთნაირი უნდა იყოს :) და ეს საქმეც არ არის ბოლომდე გამოძიებული :)ყველას კარგად მოეხსენება რომ ამ საქმეს მარტო 5 კაცი ვერ გააკეთებდა :) 5კაცზე გადატეხეს ჯოხი :) რეალურად კი ქართულ ფეხბურთს უცოდინარი ხალხი მართავს :)
dima
21:11 14-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული