თბილისელები ავსტრიაში მოემზადებიან

AutoSharing Option
6 ივნისს თბილისის ”დინამო" სომხეთის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ დილიჟანის ”იმპულსს" ამხანაგურად უმასპინძლებს. მატჩის ჩატარების ინიციატორი ფიფას აგენტი თემურ ტონიაა, საფეხბურთო მენჯერი, რომელმაც ამ საქმეს შვილის, აკა ტონიას გარდაცვალების შემდეგ მოჰკიდა ხელი.

ბატონ თემურს იმედი აქვს, რომ ქართული და სომხური კლუბების დაპირისპირება თბილისელ გულშემატკივრებს (მათ შორის, სომხებსაც) დააინტერესებს. თავიდან ტონია ერევნის ”არარატის" ჩამოყვანას აპირებდა, მაგრამ სომეხთა ყოფილი პირველი გუნდი იმდენად დასუსტდა, უმაღლესიდან პირველ ლიგაში და პირიქით ხშირად ”მოგზაურობს".

”იმპულსი" 1985 წელს დაარსებული კლუბია, რომელიც რვა ტურის შემდეგ რვაგუნდიან სომხეთის ჩემპიონატში 11 ქულით
მეხუთე ადგილზეა.

დილიჟანელთა შემადგენლობაში მხოლოდ სამი ლეგიონერია, ორი ბრაზილიელი (მცველი ჟულიან ხიმენესი, თავდამსხმელი ელტონი) და ერთიც ქართველი - 26 წლის
ნახევარმცველი გაგა თიბილაშვილი, რომელმაც წლეულს ექვსჯერ ითამაშა და გუნდს ერთი გოლით შეეწია.

ევროლიგის საგზურის მფლობელი თბილისის ”დინამო" კი სეზონისთვის ადრიანად მოემზადება. 11 მაისს უეფამ ევროტურნირების კალენდარი დაადგინა და ცნობილი გახდა, რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება, მეორე ეტაპისა - 14 და 21 ივლისს, მესამის - 28 ივლისსა და 4 აგვისტოს.

”დინამოს" სპორტული დირექტორი, გიორგი ნემსაძე ახლახანს ავსტრიაში საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად იმყოფებოდა. მისი თქმით, კლუბი შეკრებას სწორედ ავსტრიაში გაივლის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძმებო, რედაქციაში კალენდრის კარგი მცოდნე გვესაჭიროება და ხომ არ დაგვეხმარებოდით? ნეტა ეს ჩასაფრება არ მოგბეზრდათ?
movida giji zuraba
23:36 17-05-2011
0
ივნისისა და ივლისის საქმე ვერ არის კარგად...:-)))))
Giorgipirweli
22:03 16-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული