გადაწყვეტილია: კლუბებს გარანტიებს მოსთხოვენ

AutoSharing Option
გარიგებული მატჩებთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ფეხბურთის ფედერაციის მიერ კლუბებისვის საბანკო გარანტიების მოთხოვნის აღდგენა და უმაღლესი ლიგის ფეხბურთელის ხელფასის მინიმალური ზღვარის დაწესება მიგვაჩნია - ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია.

ამაზე თურმე, დიდი ხანია, ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ. ეს საინფორმაციო პორტალ ”ამბები.გე"-ს მორიგი კონფერენციის შემდეგ გაირკვა. ინტერნეტპორტალმა თემად გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებული ქართულ ფეხბურთში სკანდალი აირჩია, მკითხველთა შეკითხვებს კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უპასუხა.

ერთ-ერთმა მკითხველმა ფედერაციის თავკაცს ჰკითხა:
- ჩემი აზრით, ამ უბედურების მიზეზი უფულო და უპატრონო კლუბებია. მაინტერესებს, მომავალ ჩემპიონატში ასეთი
უსახსრო გუნდების დაშვებას თუ აპირებთ?
ზვიად სიჭინავა: - არ ვაპირებთ. პირიქით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ ყველა იმ კლუბს, რომელიც მომავალ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, ჰქონდეს გარკვეული სახელფასო ბიუჯეტი.

ფოთის ”კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ გაგვიმხილა, რომ ეს კლუბებისთვისაც ცნობილია:

"შევიტყვეთ, რომ ახალი სეზონიდან კლუბებს მოსთხოვენ არა მხოლოდ საგარანტიო წერილებს, არამედ მინიმალურ სახელფასო ზღვარის დაწესებასაც. ეს აუცილებელია, რათა ჩემპიონატი არ ჩაიშალოს, ფეხბურთელი მინიმალური პირობებით იყოს უზრუნველყოფილი. ცხადია, მაღალ ხელფასებს მაინც ვერ გავცემთ, მაგრამ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბი მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს".

გარდა ამისა, სიჭინავამ გაამხილა, რომ მალე ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი ლიგის კლუბებს სიურპრიზს უმზადებს.

”კონსულტაციებს გავდივართ და არ არის გამორიცხული, კლუბების ფინანსურ დახმარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ" - ამბობს სიჭინავა. ჩვენთან საუბარში კი ფედერაციის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ორშაბათს, ანუ დღეს საზოგადოებას მნიშვნელოვან სიახლეს აცნობებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული