შეხვედრა თავიდანვე სწორედ ასეთ დინამიკაში წარიმართა. ფეხბურთელები თავიდანვე ტემპიანად კი შეუდგნენ თამაშს, მაგრამ გოლამდე არც ერთ კართან არ გვინახავს ხიფათი. მე-16 წუთზე "ბაიას" კარიდან 30 მეტრში მსაჯმა წესის დარღვევა აღნიშნა, ვარლამ კილასონიას ჩაწოდებული ბურთი თემურ შონიამ თავით გაახვია ბადეში 1 : 0.
ანგარიშში დაწინაურებულმა მასპინძლებმა, უმალ თამაშიც დაალეგეს. მოედნის ცენტრში "სპარტაკის"
შეცვლაზე შესულმა ილია ბუზალაძემ პენალტი "მოინადირა", რომელიც გოლად ჯაკობიამ გარდასახა - 2 : 0. ამის მერე "სპარტაკს" თავდაჯერებულობა მოემატა და დარჩენილ წუთებში იმასღა ველოდით, მესამე გოლი როდის გავიდოდა. სამბურთიანი სხვაობა 67-ე წუთზე დაფიქსირდა. მასპინძლების მორიგი შეტევისას ბესიკ დეკანოიძემ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა კარისკენ, ბურთი გზად ზუგდიდელ მცველ აფაქიძეს მოხვდა, მიმართულება ოდნავ შეიცვალა და ბადეში აღმოჩნდა, სომხიშვილი, რომელსაც რეაქცია უკვე გაკეთებული ჰქონდა, უშანსოდ იყო - 3:0.
"ბაიამ" მხოლოდ ბოლოსკენ გაიბრძოლა პრესტიჟის გოლის გასატანად და ესაც ვერ შესძლო, "სპარტაკის" დაცვის ხაზი ბოიომო ფრიდოლინის მეთაურობით უშეცდომოდ მოქმედებდა. სხვათა შორის ცხინვალელთა ლეგიონერი ტრავმირებული სოსო გრიშიკაშვილის არყოფნაში გუნდის კაპიტანი გახლდათ, რაც, ვფიქრობთ, აღსანიშნავი ფაქტია, ვინაიდან ლეგიონერი კაპიტანი ჩვენი ფეხბურთისთვის იშვიათი შემთხვევაა.
14. 05. ქართლი. 100 მაყურებელი
სპარტაკი-ბაია 3:0
1:0. თ. შონია (16, კილასონიას პასით), 2:0. ჯაკობია (51, პენალტით), 3:0. დეკანოიძე (67)
სპარტაკი ბაია
(4-5-1-) (4-5-1)
დაუშვილი სომხიშვილი
ჭაფოძე რიგვავა
ბოიომო აფაქიძე
მგელაძე ქვარცხავა
მანჩხავა გამრეკელიძე
მამუჩიშვილი სამუშია
თ. შონია ნ. შონია
ჯაკობია სიხარულია
დეკანოიძე ეხვაია
კილასონია წურწუმია
მეტრეველი ქობალია
46. მეტრეველი - ბუზალაძე
73. დეკანოიძე - ვ. ბოლქვაძე
84. მამუჩიშვილი - ბურძენაძე
სათადარიგოები: გრიშიკაშვილი, ალავიძე, ზერეკიძე, ოთარიშვილი
68. ეხვაია - ენდელაძე
68. სამუშია - კ. ახალაია
83. სიხარულია - ჩანგელია
სათადარიგოები: ზაუტაშვილი, მამულია, კუკავა, კალანდია
გაფრთხილება: აფაქიძე (52), ენდელაძე (88)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)
ვასილ ბალახაძე გორიდან