დიდი ცვლილებები ეროვნულ ჩემპიონატში

AutoSharing Option
დღეს, 18 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ მედიისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მომდევნო სეზონიდან, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 12-გუნდიანი გახდება.

გარდა პირველი ლიგის გამარჯვებული ორი გუნდისა, რომლებიც მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადმოინაცვლებენ, შანსი სხვა გუნდებსაც მიეცემათ. ამ შემთხვევაში, მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითებულ "სამტრედიასა" და "სპარტაკს", პირველი ლიგის მესამე და მეოთხე ადგილოსან კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დამრჩენ-გადმომსვლელის ვინაობას, სწორედ, "სამტრედიასთან" და "სპარტაკთან" გადათამაშებაში გაარკვევენ.
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას
საპრიზო ფონდიც ექნება, რომლის სავარაუდო რაოდენობა, ამ ეტაპზე, ერთი მილიონი ლარია. ამასთან, საქართველოს თასის გათამაშებაც აუცილებლად წახალისდება ფულადი პრემიებით.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ, 19 მაისს, სფფ-ში გაიმართება ფედერაციის ხელმძღვანელობის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის ცვლილებებს კი, პარასკევს, 20 მაისს, სფფ-ის აღმასკომი განიხილავს.

აღმასრულებელი კომიტეტი "მიხეილ მესხის" სტადიონზე დღის 12:00 საათიდან შეიკრიბება.

ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული პროექტის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ ფოტოფაილზეც.

2010/11 წწ გათამაშება
დასკვნითი ეტაპი
უმაღლესი ლიგა
2010/11 წწ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 1-8 ადგილზე გასული კლუბები რჩებიან უმაღლეს ლიგაში. პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში პირდაპირ გადმოდის 1-2 ადგილზე გასული კლუბები. უმაღლეს ლიგაში მე-9 ადგილზე გასული გუნდი, ნეიტრალურ სტადიონზე ერთმატჩიან ფლეი-ოფში შეხვდება პირველ ლიგაში მე-4 ადგილზე გასულ გუნდს; ხოლო უმაღლეს ლიგაში მე-10 ადგილზე გასული გუნდი, ასევე, ნეიტრალურ სტადიონზე ერთმატჩიან ფლეი-ოფში შეხვდება პირველ ლიგაში მე-3 ადგილზე გასულ გუნდს. ფლეი-ოფში გამარჯვებული კლუბები მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ.

2011/12 წწ გათამაშება
I ეტაპი
უმაღლესი ლიგა
1. კლუბი უ1
2. კლუბი უ2
3. კლუბი უ3
4. კლუბი უ4
5. კლუბი უ5
6. კლუბი უ6
7. კლუბი უ7
8. კლუბი უ8
9. კლუბი უ9
10. კლუბი უ10
11. კლუბი უ11
12. კლუბი უ12
პირველი ეტაპი ტარდება ორ წრედ. თითოეული გუნდი თამაშობს 22 მატჩს.

პირველი ლიგა
ამავე პერიოდში, სრულდება პირველი ლიგის გათამაშება, რომელშიც ორ წრედ მონაწილეობს 16 გუნდი
II ეტაპი
I ეტაპზე, უმაღლეს ლიგაში 1-8 ადგილებზე გასული გუნდები ორ წრედ, განახევრებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონობისთვის და უეფა-ს საგზურებისთვის.

გასავარდნი ფლეი-ოფი
I ეტაპის ბოლოს, უმაღლეს ლიგაში მე-9-12 ადგილზე გასული გუნდები პირველი ლიგის 1-4 ადგილოსნებთან ერთად, ორ წრედ, გასავარდნ ფლეი-ოფში, განულებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას უმაღლესი ლიგის ოთხი საგზურისთვის, ხოლო მე-5-8 ადგილზე გასული გუნდები გადავლენ პირველ ლიგაში.
1. კლუბი უ9
2. კლუბი უ10
3. კლუბი უ11
4. კლუბი უ12
5. კლუბი პ1
6. კლუბი პ2
7. კლუბი პ3
8. კლუბი პ4

I ლიგის გათამაშება
პირველ ეტაპზე, პირველ ლიგაში მე-5-16 ადგილზე გასული გუნდები გასავარდნ ფლეი-ოფში ორ ჯგუფად, განახევრებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას პირველ ლიგაში დასარჩენად. ჯგუფებში გუნდები გადანაწილდებიან პირველ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით შემდეგნაირად:

ჯგუფი
1. კლუბი პ5
2. კლუბი პ7
3. კლუბი პ9
4. კლუბი პ11
5. კლუბი პ13
6. კლუბი პ15

ჯგუფი
1. კლუბი პ6
2. კლუბი პ8
3. კლუბი პ10
4. კლუბი პ12
5. კლუბი პ14
6. კლუბი პ16

ჯგუფურ ეტაპზე გუნდები თამაშობენ ორ წრედ. ჯგუფებში მე-6 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ ვარდებიან ლიგიდან. ხოლო მე-5 ადგილოსნებს შორის გამარჯვებული (1 მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე) დარჩება პირველ ლიგაში.

2011/12 წწ უმაღლესი და პირველი ლიგების ჩემპიონატების და თასის გათამაშებისთვის დაწესდება საპრიზო ფონდი, დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ოდენობით.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
ის მომეწონა,რომ 12 გუნდი იქნება უმაღლეს ლიგაში.ისიც მომეწონა,რომ უმაღლესი ლიგის 9-10 ადგილზე გასული გუნდები პირველი ლიგის 3-4 ადგილის გუნდებთან გაითამაშებენ.

ის არ მომეწონა,რომ ქულები განახევრდება პირველი ეტაპის მერე,ჯგუფებში იქნებიან და ა.შ.
Berckley
23:51 18-05-2011
0
ამათი ვერაფერი გავიგე,10 გუნდში ნახევარზე მეტი უფულო,უპატრონო იყო და რაც მოხდა ვნახეთ,12 წელგამართულ კლუბს სად იპოვიან მაინტერესებს.თუ ისევ ასეთი მაიმუნური ჩემპიონატი უნდა გვქონდესე?
davit berekashvili
23:21 18-05-2011
0

სიახლეები პოპულარული