სიჭინავას პროექტი - 12 გუნდი უმაღლეს ლიგაში

AutoSharing Option
ბოლო წლებია, ჩემპიონატის მიწურულს სისტემატურად ვრცელდება ხმები, რომ უმაღლესი ლიგის მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება - ასე უმთავრესად გასავარდნ გუნდებს აიმედებდნენ, მაგრამ ხმები იშვიათად მართლდებოდა.

გუშინ კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"მომდევნო სეზონიდან, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 12-გუნდიანი გახდება.

გარდა პირველი ლიგის გამარჯვებული ორი გუნდისა, რომლებიც მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადმოინაცვლებენ, შანსი სხვა გუნდებსაც მიეცემათ - ამ შემთხვევაში მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითებულ "სამტრედიას", "სპარტაკს" და პირველი ლიგის მესამე და
მეოთხეადგილოსან კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დამრჩენ-გადმომსვლელის ვინაობას სწორედ "სამტრედიასთან" და "სპარტაკთან" გადათამაშებაში გაარკვევენ", - თქვა სიჭინავამ.


ახალი ჩემპიონატის სტრუქტურული ცვლილების პროექტი:
2010-11 წლების გათამაშება
დასკვნითი ეტაპი, უმაღლესი ლიგა

2010/11 წწ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 1-8 ადგილზე გასული კლუბები რჩებიან უმაღლეს ლიგაში. პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში პირდაპირ გადმოდიან 1-2 ადგილებზე გასული კლუბები. უმაღლეს ლიგაში მე-9 ადგილზე გასული გუნდი ნეიტრალურ სტადიონზე ერთმატჩიან პლეიოფში შეხვდება პირველ ლიგაში მე-4 ადგილზე გასულ გუნდს; მე-10 ადგილზე გასული გუნდი, ასევე ნეიტრალურ სტადიონზე, ერთმატჩიან პლეიოფში შეხვდება პირველ ლიგაში მე-3 ადგილზე გასულ გუნდს. პლეი-ოფში გამარჯვებული კლუბები მომდევნო სეზონში ითამაშებენ უმაღლეს ლიგაში.


2011-12 წლების გათამაშება
I ეტაპი

უმაღლესი ლიგა
12 გუნდი პირველ ეტაპს ატარებს ორ წრედ. თითოეული გუნდი თამაშობს 22 მატჩს.

პირველი ლიგა
ამავე პერიოდში სრულდება პირველი ლიგის გათამაშება, რომელშიც ორ წრედ მონაწილეობს 16 გუნდი.

II ეტაპი
I ეტაპზე უმაღლეს ლიგაში 1-8 ადგილებზე გასული გუნდები ორ წრედ, განახევრებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონობისთვის და უეფას საგზურებისთვის.

გასავარდნი პლეიოფი
I ეტაპის ბოლოს უმაღლეს ლიგაში მე-9-მე-12 ადგილებზე გასული გუნდები პირველი ლიგის 1-4 ადგილოსნებთან ერთად, ორ წრედ, გასავარდნ პლეიოფში, განულებული ქულებით განაგრძობენ ბრძოლას უმაღლესი ლიგის ოთხი საგზურისთვის, ხოლო მე-5-8 ადგილზე გასული გუნდები გადავლენ პირველ ლიგაში.
უმაღლესი ლიგის 4 გუნდი (9, 10, 11, 12 ადგილები) + პირველი ლიგის 4 გუნდი (1, 2, 3, 4 ადგილები)

I ლიგის გათამაშება
პირველ ეტაპზე პირველ ლიგაში მე-5-მე-16 ადგილზე გასული გუნდები გასავარდნ პლეი-ოფში ორ ჯგუფად, განახევრებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას პირველ ლიგაში დასარჩენად. ჯგუფებში გუნდები გადანაწილდებიან პირველ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით შემდეგნაირად:

ჯგუფი
პირველი ლიგაში მე-5 ადგილიდან გუნდები 6-6 გუნდიან ორ ჯგუფს ჩამოაყალიბებენ: პირველ ჯგუფში მოხვდებიან კენტ ადგილებზე გასულები (5, 7, 9, 11, 13, 15 ადგილები), მეორე ჯგუფში კი - ლუწ ადგილეზე გასულები (6, 8, 10, 12, 14, 16 ადგილები)

ჯგუფურ ეტაპზე გუნდები თამაშობენ ორ წრედ. ჯგუფებში მე-6 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ ვარდებიან ლიგიდან. ხოლო მე-5 ადგილოსნებს შორის გამარჯვებული (1 მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე) დარჩება პირველ ლიგაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 19 მაისს, სფფ-ში გაიმართება ფედერაციის ხელმძღვანელობის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებთან, პარასკევს, 20 მაისს კი ფედერაციის აღმასკომის წევრები "მიხეილ მესხის" სტადიონზე დღის 12:00 საათიდან შეიკრიბებიან და იმსჯელებენ.

ჩვენის მხრივ ვიტყვით: ზოგადად უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა დღევანდელ ვითარებაში და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაუმართლებელი გვგონია. ამან ჩემპიონატში ინტრიგა მოკლა.

მაგრამ თავად სისტემა საინტერესოა. ანალოგიურ მოდელზე წლების წინაც ლაპარაკობდნენ, რადგან "დომინოს პრინციპით" ჩემპიონატს ყველა დონეზე სასურველ დაძაბულობასა და ინტრიგას შესძენს - უმაღლეს ლიგაშიც, პირველშიც და რეგიონულშიც.

ამას გარდა, სიჭინავამ კიდევ ერთი სიახლე გაამხილა - ახალი 2011/12 წლის სეზონიდან უმაღლესი და პირველი ლიგების ჩემპიონატების და თასის გათამაშებისთვის დაწესდება საპრიზო ფონდი, დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ოდენობით.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრები ხართ აბა თქვენ იცით კოკაიასაც თუგააქცევთ ფეგბურთიდან უფრო მაგრები იქნებით მალე სხვებიც მიხვდება ყანაში თამაშს აზრი როარ აქ და მერე ერთმანეთს ეთამაშეთ, ეტყობა არ გყოფნით 5_6 გუნდის ყანაში თამაში და გინდათ მეტი გუნდი ნახოთ ყანაში როგორ დარბის
giorgi
02:19 20-05-2011
0
დარჩეს 10 გუნდიანი ჩემპიონატი, ისედაც გაჭირვებულ ქართულ ფეხბურთს საერთოდ ნუ დავასამარებთ
ლევანი
16:45 19-05-2011
0

სიახლეები პოპულარული