ილია კოკაია: დებულების ამ დროს გადაკეთება მარაზმია!

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას განცხადებას საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ პროექტს უმაღლესი ლიგის 12 გუნდამდე გაზრდის შესახებ კატეგორიულად ეწინააღმდეგება "ზესტაფონის"
პრეზიდენტი ილია კოკაია:

- ჯერ იმით დავიწყოთ, რომ 12-გუნდიანი ჩემპიონატი რომ გვქონდეს, უპირველესად, 12 ნორმალური სტადიონი და მოედანია საჭირო. თუ 20 მაისს აღმასკომი ლიგის გაზრდაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ჩემთვის გაუგებარი იქნება.

- ჯერ ხომ საკითხი არ დამტკიცებულა და აღმასკომზე განიხილავენ.
- მე სწორედ ეს არ მესმის, რა საჭიროა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე
ფორმატის შეცვლა? ეს მიმაჩნია აბსოლუტურ მარაზმად და ამ გადაწყვეტილებას გავაპროტესტებთ აღმასკომზეც და ყველა იმ ინსტანციაში, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.

ჩვენ კი არ ვზარალდებით, მაგრამ კლუბების წარმომადგენლებს და აღმასკომის წევრებს მოვუწოდებ - კიდევ ერთ ლახვარს ნუ ჩასცემენ ქართულ ფეხბურთს. მიკვირს, ასეთ პროექტზე რომ მუშაობენ, კლუბებთან დალაპარაკება და ჩვენი აზრის მოსმენა არ აინტერესებთ? გეფიცებით, რა, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ფეხბურთს თავი მივანებო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
fc dila გეთანხმეი, რა მნიშვნელობა აქვს დაამატებენ თუ არა 2 გუნდს!? კოკაიას მხრიდან ეს გავს უბრალოდ მიზეზს ატეხოს სკანდალი! ზესტაფონი შესანიშნავი გუნდია და 1- ლიგის გუნდები ასე არ უნდა "აშინებდეს"!!!
Shota
11:11 20-05-2011
0
რა უნდა რას ჩხუბობს ვერ გავიგე ეს კოკაია რა მნისჰვნელობა აქვს ამისტვის დაამატებენ ტუ არა გუნდებს ან რა წესია ფედერაციის პრეზიდენტს რო ეჩხუბები და კამათობ ამ თემაზე ჩემი აზრით ზალიან თავხედურად გამოუვიდა თავისი ნალაპარაკები ესე არ შეილება ან რა მაგისი საქმეა გაზდიან თუ არა
fc dila
10:40 20-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული