ილია კოკაია: დებულების ამ დროს გადაკეთება მარაზმია!

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას განცხადებას საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ პროექტს უმაღლესი ლიგის 12 გუნდამდე გაზრდის შესახებ კატეგორიულად ეწინააღმდეგება "ზესტაფონის"
პრეზიდენტი ილია კოკაია:

- ჯერ იმით დავიწყოთ, რომ 12-გუნდიანი ჩემპიონატი რომ გვქონდეს, უპირველესად, 12 ნორმალური სტადიონი და მოედანია საჭირო. თუ 20 მაისს აღმასკომი ლიგის გაზრდაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ჩემთვის გაუგებარი იქნება.

- ჯერ ხომ საკითხი არ დამტკიცებულა და აღმასკომზე განიხილავენ.
- მე სწორედ ეს არ მესმის, რა საჭიროა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე
ფორმატის შეცვლა? ეს მიმაჩნია აბსოლუტურ მარაზმად და ამ გადაწყვეტილებას გავაპროტესტებთ აღმასკომზეც და ყველა იმ ინსტანციაში, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.

ჩვენ კი არ ვზარალდებით, მაგრამ კლუბების წარმომადგენლებს და აღმასკომის წევრებს მოვუწოდებ - კიდევ ერთ ლახვარს ნუ ჩასცემენ ქართულ ფეხბურთს. მიკვირს, ასეთ პროექტზე რომ მუშაობენ, კლუბებთან დალაპარაკება და ჩვენი აზრის მოსმენა არ აინტერესებთ? გეფიცებით, რა, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ფეხბურთს თავი მივანებო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
10 გუნდიანი ჩემპიონატი თუ გვაქვს, ხომ არის 10 ნორმალური სტადიონი....... აქ საქმე იმაშია, რომ სეზონის ბოლოს ხდება ასეთი რამ, თორემ ამოვიდა ყელში უკვე ერთი და იგივე გუნდების მონაწილებით თამაშების ყურება. რას გვაშინებს ეს კოკაია ფეხბურთიდან წავალო, წავიდეს მერე, სხვა მოვა და გააკეთებს გასაკეთებელს.
tolika
10:39 19-05-2011
0
tolika წავა კოკაია და იქნება ერთი უპატრონო გუნდი კიდე,უფულო და უპატრონო გუნდები კი იმაიმუნებენ ისე როგორც მაიმუნობდნენ,ჩვენ კიდე უნდა დავიჯეროთ რომ ფეხბურთში მხოლოდ 5 კაცი ყიდდა თამაშებს,ჩემპიონატში იმდენი გუნდი უნდა თამაშობდეს რამდენსაც პატრონი ეყოლება და ტუ სახელმწიფო დაეხმარება კლუბებს მაშინ ყველას თანაბრად,ასე იქნება სამართლიანი!
daviti
11:30 19-05-2011
0

სიახლეები პოპულარული