- მართალია, რომ გუნდების რაოდენობა სახელმწიფოს დახმარების იმედად გაიზარდა? თითქოს ყველა კლუბს მილიონი ლარით დააფინანსებენ.
- იყო ამაზე ლაპარაკი და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება.
- დაფინანსების ამბავი გადაწყვეტილია?
- ჯერ არა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, ამ საკითხს აქტიურად განიხილავდნენ და, მგონი, დადებითადაც გადაწყდება. ცხადია, ლაპარაკი არ არის კერძო კლუბების დაფინასებაზე, მათ პატრონი ისედაც ჰყავთ.
- ასე თუ მოხდა, "მადნეული" "სიონს" კვლავ დააფინანსებს?
- 12-გუნდიანი ჩემპიონატი მისაღებად მიგაჩნიათ?
- რატომაც არა?! ჩემპიონატში ხომ მეტი რეგიონის გუნდები ჩაერთვებიან.
- "ზესტაფონის" პრეზიდენტმა იკითხა, სად არის საკმარისი მოედნები და სტადიონებიო.
- მოედნების ხარისხის გაუმჯობესება დაწყებულია და ეს პრობლემას არ შეგვიქმნის.