გიორგი არევაძე: 12-გუნდიანი? რატომაც არა!

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონში" "მადნეულის" წარმომადგენელი გიორგი არევაძე კი ახალ პროექტს იწონებს:

- მართალია, რომ გუნდების რაოდენობა სახელმწიფოს დახმარების იმედად გაიზარდა? თითქოს ყველა კლუბს მილიონი ლარით დააფინანსებენ.
- იყო ამაზე ლაპარაკი და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება.

- დაფინანსების ამბავი გადაწყვეტილია?
- ჯერ არა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, ამ საკითხს აქტიურად განიხილავდნენ და, მგონი, დადებითადაც გადაწყდება. ცხადია, ლაპარაკი არ არის კერძო კლუბების დაფინასებაზე, მათ პატრონი ისედაც ჰყავთ.

- ასე თუ მოხდა, "მადნეული" "სიონს" კვლავ დააფინანსებს?
- კლუბი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ჩვენი კომპანია კი სპონსორად დარჩება.

- 12-გუნდიანი ჩემპიონატი მისაღებად მიგაჩნიათ?
- რატომაც არა?! ჩემპიონატში ხომ მეტი რეგიონის გუნდები ჩაერთვებიან.

- "ზესტაფონის" პრეზიდენტმა იკითხა, სად არის საკმარისი მოედნები და სტადიონებიო.
- მოედნების ხარისხის გაუმჯობესება დაწყებულია და ეს პრობლემას არ შეგვიქმნის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარია,ტორპედომ,ზესტაფონმა,დინამომ და ოლიმპმა გადასახედები უნდა გადაიხადოს კეთილსინდისიერად და ამ ფულით მხოლოდ მის კონკურენტებს დააფინანსებენ!!!აი მესმის კერძო ბიზნესის ფეხბურთში მოსვლის "სტიმულირება"!!!სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს კლუბებს,ოღონდ ყველას თანაბრად,სამართლიანი ასე იქნება და ეს მართლა გაუჩენს ბიზნესს ინტერესს და არა ასეთი მახინჯი ფორმა.
daviti
10:42 19-05-2011
0
არევაძეს ურჩევნია დემაგოგიასა თავი დაანებოს და საქმეს მიხედოს თუ კაცია...სხვისი ნაბიჯების შეფასება და ლაქლაქი ადვილია. საკუთარ გუნდში რას აკეთებს, წუწუნის და ლაპარაკის მეტს. ის ადამაშვილი რომ მოიყვანა კიდე მთელი ბოლნისი დასცინის და სირცხვილია რახან მღვდლის შვილია მარტო მაგიტო ათამაშო ძირითადში. გუნდზე იფიქრე და საქმეზე...
bb king
16:45 19-05-2011
0

სიახლეები პოპულარული