იდეა, ფული და ერთი შანსი "სამტრედიისთვის"

AutoSharing Option
18.05.2011 სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 100 მაყურებელი
სამტრედია-ოლიმპი 0:4
0:1 ტყემალაძე (6), 0:2 მოდებაძე (11. ბოლქვაძის პასით), 0:3 ტყემალაძე (21. ბოლქვაძის პასით), 0:4 ბოლქვაძე (74).

სამტრედია ოლიმპი
4-5-1 3-4-2-1
ჯინჭარაძე ბათიაშვილი
ხაჭაპურიძე ჯაფარიძე
ხუმარაშვილი მურველაშვილი
თ. შალიკაშვილი რეხვიაშვილი
ენდელაძე ჭელიძე
ლომაშვილი ი. მაისურაძე
ჩხიკვაძე ტყემალაძე
ცხადაია დობროვოლსკი
ნინუა დ. ბოლქვაძე
დვალიშვილი აბურჯანია
გ. მიქაბერიძე მოდებაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ლ. ანჯაფარიძე თ. მაისურაძე

სამტრედია
46. ნინუა-ხვადაგიანი
59. ენდელაძე-შენგელია
74. ლომაშვილი-კერძევაძე
სათადარიგოები: ბანძავა, ახობაძე

ოლიმპი
57. აბურჯანია-ქოჩლაძე
74. ჯაფარიძე-კანდელაკი
80. ჭელიძე-ბახტაძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ლ. სეთურიძე, პავლიაშვილი, ქემოკლიძე

არბიტრი: ჯ. ხორავა (ხობი)
გაფრთხილება: ლომაშვილი (72), რეხვიაშვილი (79)

რუსთაველებმა იოლად დაჩაგრეს
მასპინძლები და შეიძლება ითქვას, რომ იმერლებმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში აჩვენეს სტადიონზე მოსულ ასიოდ ქომაგს. მატჩის დასაწყისი ასეთ ანგარიშის ვარაუდის საშუალებას არ გვაძლევდა, მაგრამ სამტრედიელების სახიფათო ჩხვლეტებმა შედეგი არ გამოიღო.

სამაგიეროდ, ლამის პირველივე შეტევა ვაკო ტყემალაძემ თავისი ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრით დაასრულა - მის დარტყმულზე ჯინჭარაძეს რეაგირება მართებდა, თუმცა ტრავმამოუშუშებელმა მეკარემ თავისიანების გადარჩენა ვერ შეძლო - 0:1.

მალევე ჯერ ირაკლი მოდებაძემ გაზარდა მატჩის და თავისი გოლების ანგარიში, ხოლო შემდეგ ისევ ტყემალაძემ გამოიჩინა თავი - ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემები მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მობურთალის, დავით ბოლქვაძის ანგარიშზეა. მან "საკუთარი" გოლიც გაიტანა, როცა 74-ე წუთზე ანგარიშს საბოლოო და გამანადგურებელი სახე მისცა, თუმცა მაშინაც უფრო საგოლე გადაცემა გამოუვიდა - ბოლქვაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთის კარის შორეულ კუთხეში გაგზავნა სცადა, ბურთი ხუმარაშვილს მხარზე მოხვდა, მიმართულებაშეცვლილი კი სულ სხვა კუთხეში წავიდა - 4:0. მსაჯებმა გოლი "ოლიმპის" მოთამაშეს ჩაუწერეს.

მატჩის მიმდინარეობის პარალელურად, სამტრედიელი ქომაგები და კლუბის მესვეურები იმ შანსზე საუბრობდნენ, რომელიც დილით სფფ-ის თავკაცმა გაახმოვანა. ამ დღეებში იმ მინიმალური სახსრების მოძიებას შეეცდებიან, რომელიც "სამტრედიას" საპლეიოფო მზადებასა და ფეხბურთელთა წახალისებაში დაეხმარება. თუმცაღა, ყველა იმაზე თანხმდება, რომ სპონსორის გარეშე არაფერი გამოვა - წლევანდელი სეზონიც ამის მაგალითია, როცა საკმაოდ საინტერესო გუნდი გასავარდნად გაიწირა.

სამტრედიელებს არცთუ იოლი მისია აქვთ შესასრულებელი: ფეხბურთის ფედერაციის იდეა მათთვის მისწრებაა, მიცემულ შანსს გამოყენება უნდა და მერე უკვე სპონსორზეც უნდა იფიქრონ. მოკლედ, იდეა არის, ერთი შანსიც და ყველაზე მთავარი - ფულია საჭირო...

მამუკა ქანთარია სამტრედიიდან
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დღეში ჩააგდეს გუნდი, რომ სამტრედიაში 100 კაცი მისულა მარტო სტადიონზე... სირცხვილი ქართველ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს...
bb king
16:41 19-05-2011
0

სიახლეები პოპულარული