ჩემპიონობისგან გადაღლილები

AutoSharing Option
18 მაისი. თ. სტეფანია. 800 მაყურებელი.
სიონი-ზესტაფონი 1:0
გოლები: 1:0 ჯიქია (38)

სიონი ზესტაფონი
3-2-3-2 4-4-2
ბობღიაშვილი მამალაძე
სვანიძე ბენაშვილი
დიდავა კობახიძე
ორბელაძე ხიდეშელი
გოგობერიშვილი ფოფხაძე
ნოზაძე აფციაური
ნ. კვასხვაძე გორგიაშვილი
ჩირიკაშვილი ძარია
ლ. ჩხეტიანი ბაბუნაშვილი
ჯიქია დვალი
რეხვიაშვილი წინამძღვრიშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ხ. ქასრაშვილი გ. გეგუჩაძე

სიონი:
64. რეხვიაშვილი - ქუცურუა.
79. ჯიქია - ისიანი.
სათადარიგოები: ზუხბაია, გ. ოქროპირიძე, შალამბერიძე, ადამაშვილი, კობაური.
ზესტაფონი:
46. ხიდეშელი - გ. ონიანი
57. აფციაური - გრიგალაშვილი
61. ფოფხაძე - ს. ლომია
სათადარიგოები: რ. კვასხვაძე, დაუშვილი, გეწაძე, ალადაშვილი.

გაფრთხილება: ისიანი (83).
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

14 მაისს "ზესტაფონი"
ჩემპიონი გახდა და მას შემდეგ გუნდი ოქროს მედლების ღირსეულ მოპოვებას აღნიშნავდა, მაგრამ გუშინდელმა ბოლნისურმა შეხვედრამ გამოაჩინა - ბოლო ჭიქა არ უნდა დაელიათ.

ხუმრობა იქით იყოს და, მიზანმიღწეული ადამიანიც ეშვება და გუნდიც, მით უფრო, ქართველებს გვჭირს ასეთი ზნე.

"ზესტაფონმა" ჩემპიონისთვის შეუფერებლად ითამაშა, პირველ ტაიმში კარგი მომენტებიც შექმნა, მაგრამ უფრო მოტივირებულმა "სიონმა" პირველ ტაიმში გატანილი რეზო ჯიქიას გოლით გაიმარჯვა: მეკარე ზურაბ მამალაძე და გიორგი ხიდეშელი ერთმანეთს შეასკდნენ და კარის წინ მარტო დარჩენილ ბოლნისელ თავდამსხმელს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია.

მამალაძეს მანამდეც მოუვიდა მსგავსი შეცდომა, საჯარიმოს ხაზთან ორ მეტოქესთან "მატაობა" დაიწყო, გიორგი რეხვიაშვილმა ბურთი აართვა, მაგრამ წინ ალეკო გოგობერიშვილს რომ გადააწოდა, ამ უკანასკნელს არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა.

სტუმრები პირველ ტაიმში კიდევ ქმნიდნენ მომენტებს, მეორეში მთელი გუნდით შუეტიეს, მაგრამ ანგარიში მაინც ვერ გაათანაბრეს და "სიონი" უმაღლეს ლიგაში გადათამაშების გარეშე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული