კოლხეთი-ბაია 2:1
გოლი: ლომია (76), სიჭინავა (85) სამადაშვილი (დამატ: 94)
კოლხეთი ბაია
4-5-1 4-2-3-1
ძაგანია სომხიშვილი
ცხვიტარია აკობია
ინწკირველი გ. ქვარცხავა
მახვილაძე ნ. შონია
მეგრელიშვილი რიგვავა
გოგონაია შ. ლომია
გვალია ენდელაძე
პ.
ჯანაშია წურწუმია
კვერენჩხილაძე ეხვაია
მდივნიშვილი ჩანგელია
მწვრთნელი მწვრთნელი
ს.Fფილია ე. ქომეთიანი
კოლხეთი
20. კვერენჩხილაძე - სამადაშვილი
63. ჯანაშია - სიჭინავა
78. გოგონაია -წიქარიშვილი
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ლემონჯავა, გელაჭეიშვილი, გულუა
ბაია
46. ენდელაძე - სამუშია
64. ჩანგელია - კუკავა
78. ლომია - ზ. ქვარცხავა
სათადარიგოები: მაქაცარია, შანავა, ახვლედიანი, ახალაია
გაფრთხილება: აკობია (51), სიხარულია (65), დათუნაიშვილი (90)
არბიტრი: თ. გვანცელაძე
სტუმრებს დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო სამი ძირითადი ფეხბურთელი აკლდათ (აფაქიძე, გამრეკლიძე, ქობალია, სვირავა), ამიტომ მათი პოზიციები ყმაწვილმა ფეხბურთელებმა შეავსეს.
ფოთელები პირველ ტაიმშიც სამჯერ სახიფათოდაც დაემუქრნენ სომხიშვილის კარს. ჯერ დათუნაიშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ასცდა კარს, შემდეგ ჯანაშიამ ბურთს ორჯერ ააცილა ფეხი. სტუმრები შანსს ელოდნენ, რაც მეორე ტაიმში მოახერხეს კიდეც.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, თუმცა იერიშებისას უზუსტონი იყვნენ. მე-60 წუთზე მდივნიშვილმა კარგად ორი მცველი ჩამოიტოვა, მისგან თანაგუნდელები ფლანგიდან პასს ელოდნენ, მან კი ბურთი კარისკენ მაღალი ტრაექტორიით გაგზავნა. სომხიშვილმა ზუგდიდელები გოლს გადაარჩინა, ბურთი კუთხურზე გაგზავნა. ფაზისელთა შეტევები შეცვლაზე შესულმა სიჭინავამ გაამწვავა. 76-ე წუთზე ზუგდიდელთა კარგი შეტევა გოლით ლომიამ დაასრულა. მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სიჭინავამ წონასწორობა 85-ე წუთზე აღადგინა.
თამაშის ბოლოსკენ დაძაბულობამაც იმატა და ფეხბურთელებს შორის წაკინკლავებაც გახშირდა, რაც ცოტა ხანში მცირეოდენ არეულობაშიც გადაიზარდა, თუმცა სიტუაცია უმალვე ჩაწყნარდა. მალე ფეხბურთელებს შორის ისევ უთანხმოებამ იჩინა თავი, რაშიც მსაჯის ჩარევაც გახდა საჭირო.
ყველა შეხვედრის ფრედ დასრულებას ელოდა, მაგრამ სამადაშვილმა გამარჯვების გოლის გატანა დამატებულ წუთებში მოახერხა. "ბაიას" ფეხბურთელებმა მსაჯს დამატებული დრო გაუპროტესტეს და ხელით ანიშნებდნენ კიდეც, რომ მან შეხვედრის დროს ათი წუთი გადაამეტა, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია და ფოთელებმა სამი ქულა მიითვალეს.
ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და შეეძლოთ კიდეც მოგება, მაგრამ ბოლოსკენ ვერ შეინარჩუნეს, თუმცა მათი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, ფოთელებს კი ვულოცავ ამ გამარჯვებას და ვიტყვი, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრა ყოველთვის დაძაბულობას ინარჩუნებს"
სოსო ფილია (კოლხეთი): "ჩვენ ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ, პირველ ნახევარში ცუდად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის დალაგება შევძელით და შედეგიანადაც დავასრულეთ, თუმცა მეტოქის ახალბედა ფეხბურთელებს გარჯა მინდა დავუფასო. დღეს ამ ბიჭებმა გვაჩვენეს, რომ გუნდს პოტენციალი აქვს და მათ წარმატებებს ვუსურვებ"
ლაშა გოგილავა ფოთიდან