გიორგი პაპიაშვილი: ჯერ მოედნები გავაკეთოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ახალი რეგლამენტის პროექტის გამო ფეხბურთის ფედერაციის და კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრა საინტერესოდ და მწვავე დისკუსიების ფონზე გაიმართა. რეგლამენტის შეცვლის მოწინააღმდეგე ილია კოკაიას ("ზესტაფონის" პრეზიდენტი) მხარი აუბეს თბილისის "დინამოს", რუსთავის "ოლიმპის", ქუთაისის "ტორპედოს", "გაგრას" და თბილისის "ლოკომოტივის" წარმოადგენლებმა. მათი წინაღმდეგობის შედეგად, აღმასკომზე პროექტის განხილვა გადაიდო.

ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი ამბობს, თუ რატომ იყო პროექტის წინააღმდეგი:

"ახალი პროექტი უდავოდ საინტერესოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებული გავხდებით მეტი მოედანი გავაკეთოთ, არამედ იმიტომაც, რომ მეტ ფეხბურთელს მიეცემა ნიჭის გამოვლენის საშუალება.
თუმცა საამისოდ საჭიროა კიდევ პირობები. ამიტომ ლიგის გაზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუ ყველა გუნდს ექნება კარგი მოედანი და სტადიონი, რომელთა გარეშეც ფეხბურთელების გაზრდა წარმოუდგენელია.

მაგრამ ჩვენ თავს ვიკავებთ მხოლოდ ამ ეტაპზე, სანამ ეს პრობლემები მოგვარდება. ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი თქვა, რომ რეალურად შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება. თუ ასეც მოხდება, ჩვენ მაშინ პროექტს მხარს დავუჭერთ.

სხვანაირად არც გამოვა. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ბატონ ზვიადის არგუმენტს, რომ მეტი გუნდი მეტი ტალანტის წარმოჩენას შეუწყობს ხელს, მაგრამ რადგან ჩვენი კლუბი უპირველესად ეროვნული ჩემპიონატის ხარისხის გაზრდას უჭერს მხარს, ხარისხი კი ხეირიანი მინდვრების გარეშე წარმოუდგენელია. პირიქით, უხარისხო მოედნებზე მოთამაშეები ვერ გაიზრდებიან" - ამბობს პაპიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული