სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი იმერული კლუბის ძირითადი შემადგენლობა საგანგებო მზადებაზე ყოფილა გადასული. იმერელთა კარი, თამაშის დაწყებიდან 10 წუთში ირაკლი ეხვაიამ დალაშქრა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავით გაახვია ბადეში. ანაგრიშის გაზრდა შეეძლოთ ქობალიას (ორჯერ), იმავ ეხვაიას, რიგვავას.
სტუმრებმაც გაიბრძოლეს და გატანის რეალური შანსი ახობაძემ გაუშვა ხელიდან. მეორე გოლი "ბაიას" ფეხბურთელებმა 51-ე წუთზე გაიტანეს - და თავი მცველმა აფაქიძემ გამოიჩინა. ზუგდიდელთა ერთ-ერთი გოლეადორი ქობალია სტუმართა კარს ხშირად ემუქრებოდა და
ამის შემდეგ "ბაიას" თავკაცმა ელგუჯა ქომეთიანმა, მინდორზე მეორე ნახევრის დასაწყისიდანვე გამოყვანილ ახალბედა ახვლედიანს, ასევე ნორჩი ფეხბურთელები ენდელაძე-სამუშიას დუეტი შეუწყვილა.
საკუთარ კარში მესამე ბურთის მიღებამ სტუმრები თითქოს გამოაფხიზლა და სხვაობის შემცირებაც მოახერხეს. 61-ე წუთზე ბურთი მასპინძელთა კარში კერძევაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში ისევ მასპინძლები გააქტიურდნენ, მატჩს კი წერტილი ქობალიამ დაუსვა. 81-ე წუთზე "ბაიას მეათე ნომერმა საჯარიმო ხაზის გარედან ბანძავას აუღებელი დაურტყა და დუბლიც გაიფორმა.
22.05.11 ზუგდიდი, ცენტრალური. 400 მაყურებელი
"ბაია"-"სამტრედია" 4:1
გოლი: 1:0 ეხვაია (10), 2:0 აფაქიძე (51), 3:0 ქობალია (56), 3:1 კერძევაძე (59) 4:1 ქობალია (81)
ბაია სამტრედია
4-4-1-1 4-5-1
მაქაცარია ბანძავა
აფაქიძე მიქელთაძე
ქვარცხავა ხაჭაპურიძე
გამრეკლიძე ზ.ენდელაძე
რიგვავა შენგელია
ნ.შონია ნინუა
სიხარულია ხვადაგიანი
შ. ლომია კერძევაძე
წურწუმია ცქიფურიშვილი
ეხვაია ახობაძე
ქობალია ბაკარანძე
მთ: მწვრთნელი მწვრთნელი
ე. ქომეთიანი ბ. ქორიძე
ბაია
46. გამრეკლიძე - ახვლედიანი
60. ლომია - ა. ენდელაძე
60. წურწუმია - სამუშია
სათადარიგოები: ზაუტაშვილი, ჩანგელია, კუკავა, ახალაია
სამტრედია
59. ახობაძე - სოხანეიშვილი
61. ცქიფურიშვილი - თევზაძე
65. მიქელთაძე - ჩაჩუა
სათადარიგოები: გოგავა, კოპალეიშვილი
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
ლაშა გოგილავა ზუგდიდიდან