"სამტრედიამ" ლიდერები დაიბრუნა

AutoSharing Option
სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაწყდება უმაღლესი ლიგის ახალი ფორმატისა და გადათამაშებაში მონაწილე გუნდების საკითხი. უმაღლესიდან გავარდნილი და დარჩენის იმედაღძრული გუნდები კი გადაწყვეტილებას არ ელოდებიან და გადათამაშებისთვის მზადებას შეუდგნენ.

"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ანჯაფარიძემ ფეხბურთელები შეკრებაზე გადაიყვანა, რაც მთავარია, გუნდს დაუბრუნდნენ მეორე ეტაპისას წასული ლიდერები, შოთა ჩომახიძე და პაატა ბაკარანძე.

ორივე გუნდისთვის დიდი ძალა იყო, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო გაუცდათ და ძნელი სათქმელია, გადათამაშების გამართვის შემთხვევაში შეძლებენ კი გუნდის დახმარებას?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული