გია არახამია მეორე ბუნდესლიგაში

AutoSharing Option
"ლელოს" პარტნიორმა, რუსულენოვან ვებგვერდ "ცისოკერის" რედაქტორმა მირონ გოიხმანმა საინტერესო ამბავი გაგვიმხილა: მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის "ფორტუნაში" ჩვენთვის უცნობი თავდამსხმელი გია არახამია ისინჯება.

"ამ ფაქტის შესახებ გერმანიაში უკვე დაიწერა. 18 წლის არახამია თავდამსხმელია და საფეხბურთო კლუბ "სასკოში" თამაშობდა, "ფორტუნაში" კი ორი კვირის წინ გასინჯვაზე ჩამოიყვანეს. ჯერ არ ვიცით, დატოვებენ თუ არა, მაგრამ მას ძალიან აქებენ. დიუსელდორფელები ახლა სერიოზულ სასელექციო სამუშაოს ატარებენ" - ამბობს გოიხმანი.

ინფორმაცია გერმანულ ინტერნეტგაზეთ "ექსპრესს.დე"-ზე ვნახეთ, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბის პრეზიდენტმა პიტერ ფლუმუტმა სელექციონერებს ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიება დაავალა.

"სასკოს"
ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტი თენგიზ კაცია ავარჯიშებს. მისი გაზრდილები არიან ახლახან დანიის პირველი დივიზიონის "ორჰუსში" ჩარიცხული ახალგაზრდა ფეხბურთელები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული