ილია კოკაია: შეიყვანეთ კლუბის მეპატრონე აღმასკომში

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას საინტერესო წინადადებით მიმართა.

მისი აზრით, 25 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ასარჩევ აღმასკომში სასურველი იქნებოდა კერძო კლუბების წარმომადგენელთა არჩევა.

"უხერხულია, აღმასკომში არც ერთი კლუბი რომ არ არის წარმოდგენილი. ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებიც წლებია, ქართული ფეხბურთისთვის ბევრ რამეს აკეთებენ, მისი პრობლემები და ბედი ადარდებთ. ერთი-ორი ასეთი კაცის არჩევა სასურველი იქნებოდა. ჩემი აზრით, მაგალითად, ურიგო არ იქნებოდა, თუ აღმასკომში შევიყვანთ "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს, რომელიც ამ დარბაზში
მსხდომთაგან ყველაზე მეტ ხანს პატრონობს საფეხბურთო კლუბს და გამართული მენეჯმენტის მაგალითს გვაძლევს. ვფიქრობ, მისი იქ ყოფნა, რჩევები და გვერდში დგომა აღმასკომის სხვა წევრებსაც სჭირდებათ" - თქვა კოკაიამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს არჩეულ აღმასკომში კერძო კლუბების არც ერთი მეპატრონე არ აურჩევიათ. კოკაიას წინადადება კი სასურველი, უფრო მეტიც, ლოგიკურია - აღმასკომზე მათი ხმაც უნდა ისმოდეს, ვინც ფეხბურთს საკუთარი ჯიბიდან ახარჯავს ფულს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც უფრო მეტად გაითვალისწინებენ ამ ადამიანის აზრს, მით უკეთესი. ამ კაცმა იცის ფეხბურთი, რაც მის კლუბს ეტყობა. ერთადერთი სწორად განვითარებადი გუნდი საქართველოში - ზესტაფონია...
Burton
14:35 26-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული