ზვიად სიჭინავა: უმაღლესში უგარანტიოდ არავის დავუშვებთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრია დაპირება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შესახებ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას თქმით, ამის თაობაზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და ფედერაციამ პროექტების განხორციელების გარანტიებიც მიიღო.

ცხადია, ეს ძალიან კარგია, რადგან დიდი ხანია, ჩვენს მოედნებს პატრონის ხელი დააკლდა და ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, იქ თამაში კი არა, შირაქის საძოვრების ფილიალის გახსნაც უხერხულია - ასეთ მინდვრებზე ევროპული ძროხა არც იბალახებს.

მაგრამ ჯერ არ არსებობს სრული გარანტია, რომ უმაღლეს ლიგაში გადასულ ყველა კლუბს დააფინანსებენ. ასეთი დაპირება სახელმწიფოსაც არ გაუცია.

"სახელმწიფო კლუბების ფინანსური უზრუნველყოფის
გარანტი აქამდეც არ ყოფილა და არც გახდება. გარანტიას დღეს მთავრობა იმის შესახებ იძლევა, რომ ინფრასტრუქტურას განაახლებს და გააუმჯობესებს. მიხარია, რომ უმაღლეს ლიგაში გადმოსულ კლუბებს არ უჭირთ და საკმარისი თანხები აქვთ. საერთოდ, უმაღლესში თამაშამდე კლუბებმა უნდა წარადგინონ გარანტია, რომ სეზონს ფინანანსური პრობლემების გარეშე დაამთავრებენ და ჩემპიონატს შუა გზაზე არ მიატოვებენ", - გვითხრა სიჭინავამ.

რა ელით იმ კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში წარსადგენ გარანტიებს ვერ მოიძიებენ? - ამ კითხვაზე ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს: "ლიგაში აუცილებლად იქნება 12 გუნდი, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გარანტია. თუ გადასულმა კლუბმა გარანტია ვერ წარადგინა, უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებს, მის ნაცვლად კი პირველი ლიგის იმ კლუბს დავუშვებთ, რომელსაც ფულის პრობლემა არ ექნება".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტალანტსა და ნიჭს ვერ წარმოაჩენ, თუ ნორმალური მინდორი, იფრასტრუქტურა და ხელფასი არა გაქვს!!!
Giorgipirweli
12:26 27-05-2011
0
გამოდის ისევ და ისევ ფული. საინტერესოა როდის გაკეთდება საქართველოში აქცენტი ტალანტსა და ნიჭზე? რა უბედურებაა. როგორ კარგად ინიღბება ყველაფერი.
aleko
10:45 27-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული