ცხადია, ეს ძალიან კარგია, რადგან დიდი ხანია, ჩვენს მოედნებს პატრონის ხელი დააკლდა და ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, იქ თამაში კი არა, შირაქის საძოვრების ფილიალის გახსნაც უხერხულია - ასეთ მინდვრებზე ევროპული ძროხა არც იბალახებს.
მაგრამ ჯერ არ არსებობს სრული გარანტია, რომ უმაღლეს ლიგაში გადასულ ყველა კლუბს დააფინანსებენ. ასეთი დაპირება სახელმწიფოსაც არ გაუცია.
"სახელმწიფო კლუბების ფინანსური უზრუნველყოფის
რა ელით იმ კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში წარსადგენ გარანტიებს ვერ მოიძიებენ? - ამ კითხვაზე ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს: "ლიგაში აუცილებლად იქნება 12 გუნდი, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გარანტია. თუ გადასულმა კლუბმა გარანტია ვერ წარადგინა, უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებს, მის ნაცვლად კი პირველი ლიგის იმ კლუბს დავუშვებთ, რომელსაც ფულის პრობლემა არ ექნება".