ილია კოკაია: ახალი ფორმატით ხარჯი არ გაგვეზრდება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, მეტი მატჩი მეტი ხარჯია, სტუმრად შეხვედრის ორგანიზებისთვის გუნდს მინიმუმ 1500 ლარი სჭირდება.

ცხადია, ამბიციურ და წარმატებულ გუნდებს მეტი პრემიის გაცემაც უწევთ. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ახალი რეგლამენტის გაცნობამდე ბევრს ფინანსური მხარეც აფრთხობდა, რადგან არასწორად დასახელდა მატჩების რაოდენობა - ბევრმა ჩათვალა, რომ 12 გუნდი ოთხ წრედ ითამაშებდა, ანუ 44 შეხვედრის გამართვა მოუწევდა.

12-გუნდიანი ჩემპიონატის მიუხედავად, გუნდები იმდენსავე შეხვედრას გამართავენ, რამდენსაც 10-გუნდიანი პირველობისას - 36-ს (22 მატჩს საწყის ეტაპზე, 14-ს ფინალურზე).

ამიტომაც უამღლესი ლიგის გაფართოება გუნდების ხელმძღვანელებს ფინანსური თვალსაზრისით აღარ აშინებთ.

"მატჩების
რაოდენობა არ იცვლება არც ჩემპიონატში და არც თასზე, ასე რომ, ფინანსურად არ ვიზარალებთ. პირიქით, წარმატებული კლუბები პრემიებს მივიღებთ.

სხვათა შორის, კალენდარი ისე შედგა, ჩვენი კლუბების ევროთასების შორეულ ეტაპზე გასვლაც გათვალისწინებულია. ეს კარგია, ასეთ კალენდარს გარკვეული ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს, რადგან ფეხბურთელები აღარ იფიქრებენ, რომ ევროტურნირებს აუცილებლად საწყის ეტაპზე გამოეთიშებიან.

მთავარი პრობლემა მოედნები იყო, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტის ნათქვამმა, რომ სახელმწიფომ გარანტიები მოგცვა, დაგვარწმუნა, რომ ეს რეალური პროექტია. ამიტომ დავყაბულდით, თორემ ერთი ადგილის ტკეპნა გამოგვდიოდა" - გვითხრა კოკაიამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რა გაჩხუბებდა შე კაცო?! :)))
ნიკა
11:51 27-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული