”სამტრედიას” ბიუჯეტი მილიონი იქნებაო

AutoSharing Option
”სამტრედია" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად 30 მაისს ეროვნულ სტადიონზე გორის ”დილას" შეხვდება. გუნდის გულშემატკივრები მობილიზებულები არიან და თბილისში ჩამოსასვლელად ემზადებიან.

”სამტრედიას" პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ირაკლი ახობაძე ამ მატჩის სამზადისზე გველაპარაკა.

- ვიცით, რომ შეკრება დაიწყეთ, საამისო ფინანსები თუ მოიძიეთ?
- დიახ, გუნდი უკვე შეკრებაზეა და საამისო თანხებიც მოვიძიეთ, რაშიც ქალაქის ხელმძღვანელობა დაგვეხმარა. დაგვიბრუნდა თავდამსხმელი პაატა ბაკარანძე, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია.

- გაუგებრობა გამოიწვია ჩომახიძესთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ.
- ჩომახიძე ვერ დაგვეხმარება, რადგან ის გუნდიდან წასულია.

- გადათამაშებაში გორელებს რომ მოუგოთ, რა
გარანტია გაქვთ, რომ ამ სეზონის ამბები არ განმეორდება და გუნდს ფინანსური პრობლემები აღარ შეექმნება?

- იმედი გვაქვს, გუნდის ფინანსური პრობლემები მოგვარდება. ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ სამტრედიის სტადიონზე მოედანი მოეწყობა. ახალ ტაბლოსაც ამონტაჟებენ. რაც შეეხება კლუბის დაფინანსებას, ამის თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

- ვისთან მიმდინარეობს და როგორ ბიუჯეტს იმედოვნებთ?
- ”სამტრედიას" დაფინანსებაზე მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს. როგორც ვიცით, ლაპარაკია მილიონი ლარის ბიუჯეტზე.

- ასეთი ლაპარაკი ამ სეზონის დაწყებამდეც იყო და ახლა რა გარანტიაა, რომ დანაპირები შესრულდება?
- დანაპირების განხორციელდება ახლა უფრო რეალურია, ბევრად უფრო სერიოზულ გარანტიებზეა ლაპარაკი, რადგან საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერებაზე მთავრობა ზრუნავს.

- ჩემპიონატის დაწყებამდე ”სამტრედიამ" უმაღლეს ლიგისთვის საჭირო ლიცენზია ვერ მიიღო. მიზეზი ფინანსური გარანტიების უქონლობა იყო.
- ვფიქრობ, ორივე საკითხს მოევლება, თუ სერიოზული ფინანსური მხარდამჭერი გვეყოლება. წინა სეზონში უმაღლესში გადმოსულმა ჩვენა კლუბმა 300 ათას ლარზე ცოტა მეტი ბიუჯეტით მოახერხა ის, რომ ბევრად მდიდარი კლუბები ჩამოიტოვა. თუ ყველაფერი კარგად იქნა და მილიონიანი ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს, ”სამტრედია" ახალ სეზონს საკამოდ მოღონიერებული დახვდება და ძალიან კარგი კლუბიც იქნება.

- ლიცენზირებაში პრობლემა იმანაც შეგიქმნათ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზია არ ჰქონდა.
- მწვრთნელთა ლიცენზირება არცთუ ცოტა ღირს, მაგრამ, პლეი ოფი თუ მოვიგეთ და ბიუჯეტიც გაგვეზარდა, მწვრთნელის ლიცენზიასაც მოევლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული