დილა მშვიდობისა

AutoSharing Option
30 აპრილი. თბილისი. ეროვნული. 4000 მაყურებელი.
დილა-სამტრედია 2:0
გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (45. ახალკაცის პასით), რაჟამაშვილი (47. ახალკაცის პასით).

დილა სამტრედია
4-1-4-1 4-1-4-1
შეყრილაძე ჯინჭარაძე
ლომიძე ა. დვალიშვილი
ქარქუზაშვილი თ. შალიკაშვილი
ბაქრაძე ხუმარაშვილი
ჭითანავა ჩხიკვაძე
ჯოჯუა ცხადაია
რაჟამაშვილი ალავერდაშვილი
ტლაშაძე მიქაბერიძე
ნ. ნოზაძე ლომაშვილი
გოგინაშვილი ბურჯანაძე
ახალკაცი ბაკარანძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. ცეცაძე ლ. ანჯაფარიძე

დილა:
56. გოგინაშვილი - სადაღაშვილი
66. ტლაშაძე - ცარიელაშვილი
79. ახალკაცი - ბარამიძე
სათადარიგოები: კეჩხუაშვილი, სირბილაძე, შათირიშვილი, თედიაშვილი.
სამტრედია:
46. ალავერდაშვილი – რუხაია.
69. ბურჯანაძე - ხვადაგიანი.
სათადარიგოები: ბანძავა, ნინუა, ხაჭაპურიძე, ენდელაძე, რუხაია, კერძევაძე.
გაფრთხილება: ლომაშვილი (28), ბაკარანძე (35), ცხადაია
(66), სადაღაშვილი (90).
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

ეროვნული სტადიონი ორი დღე უმაღლესი ლიგის საპლეიოფო მატჩებს მასპინძლობდა. ამჯერად უმაღლესი ლიგის საგზურის ბედს პირველი ლიგის მესამეადგილოსანი გორის "დილა" უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ "სამტრედიასთან" არკევდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მე-11-ე წუთზე გიგა ბურჯანაძის ჩაწოდებული ბურთი გორელთა მცველ დავით ბაქარაძეს ხელზე მოხვდა და სამტრედიელები პენალტს ითხოვდნენ. როგორც ჩანს, არბიტრმა ჩათვალა, რომ ბურთმა მოძებნა ხელი და არა პირიქით.

თამაში პირველი ტაიმის ბოლოს გამწვავდა. კვლავ ბურჯანაძემ იაქტიურა, როდესაც მის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. რეალური საგოლე მომენტი კი სამტრედიელებმა 39-ე წუთზე შექმნეს, როდესაც გიორგი ალავერდაშვილმა მარჯვენა ფლანგზე გიორგი მიქაბერიძესთან სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, ეს უკანასკნელი პენალტის ნიშნულთან მარტო დარჩა, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმა ხაზზე მდგომმა მცველმა ბაქრაძემ მოიგერია და "დილა" გადაარჩინა.

ტაიმის ბოლო წუთზე რომან ახალკაცი მარჯვენა ფლანგზე მეურვეს გასცდა და ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, ერთმანეთის მოიმედე "სამტრედიას" მეკარესა და მცველებს კი დავით რაჟამაშვილმა დაასწრო და ბურთიანად კარში შევარდა - 1:0.

ეს ახალგაზრდა საკმაოდ კარგად თამაშობდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ისევ ახალკაცთან გაითამაშა ლამაზი, სწრაფი კომბინაცია, საჯარიმოში შეიჭრადა მეკარეს ბურთი შორეულ კუთხეში თავზე გადაუგდო - 2:0.

ამით, ფაქტობრივად, თამაშმა აზრი დაკარგა, ფიზიკურად და მორალურად გამოფიტულმა სამტრედიელებმა ერთი ბურთის გაქვითვაც ვერ მოახერხეს. არადა, ერთ ეპიზოდში კარის წინ მარტო დარჩენილ ტარიელ რუხაიასა და პაატა ბაკარანძეს ეს შეეძლოთ - პირველი ბურთს ვერ შეწვდა, მეორემ კი კარს ააცილა.

შეხვედრის შემდეგ "სამტრედიელმა" გულშემატკივარს მოწინააღმდეგის ღირსეული წარმატება ეჭვქვეშ არ დაუყენებია და სტადიონი მდუმარედ და დიდი ტკივილით დატოვა.

უმაღლეს ლიგას ერთი ძალიან საფეხბურთო ქალაქი დააკლდა, რომელიც, გულშემატკივართა მეტისმეტი ემოციურობის მიუხედავად, ჩვენს ჩემპიონტს აცოცხლებდა. სამწუხაროა, რომ ასეთი ქალაქის გუნდი გასავარდნად გაიწირა.

"დილამ" კი დამსახურებულად გაიმარჯვა და რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

ამგვარად, მომავალი სეზონის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა. თუმცა, იმედია შემოსულ გუნდებს დააფინასებენ და"სამტრედიასავით" ფეხბურთს არ შეაჯავრებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული