თბილისის "დინამოს" მესის გამზრდელი ჩაიბარებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კატალონიელი სპეციალისტები გაწვრთნიან. ეს სიახლე გუშინ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საკლუბო ჩემპიონის, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბის წევრი ალექს გარსია თბილისელთა მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

"დინამოში" იმუშავებს "ბარსელონას" სამწვრთნელო სკოლის კიდევ ორი წარმომადგენელი: მარკ ჰუგეტი კატალონიური კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელია და ამ სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება.

თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიას კი ანდრეას კარასკო უხელმძღვანელებს. კარასკო ბარსელონაშიც ახალგაზრდა ტალანტებს ეძებდა. იგივეს შეეცდება საქართველოშიც, იგეგმება საკლუბო სტრუქტურის სრული შეცვლა და მისი "ბარსელონას" მოდელის მიხედვით აწყობა.

ახალ მწვრთნელს კლუბის
ხელმძღვანელები 1 ივნისს წარადგენენ და კატალონიელი მწვრთნელი კლუბის დაკომპლექტებას დაიწყებს.

ალექს გარსიაზე ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. ის 2009 წელს მუშაობდა "ბარსელონას" იუნიორთა "ა" გუნდის მთავარ მწვრთნელად, მის ხელში გაუვლიათ ლიონელ მესის, ბოიან კრკიჩს და სერხიო ბუსკეტსს, ცნობილია, როგორც გუნდის მეთოდური მომზადების ძლიერი სპეციალისტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული