რუსთავში დიდი ცვლილებებია

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპი" სეზონის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება. გუნდი უკვე დატოვეს მცველებმა რევაზ ქემოკლიძემ, გიორგი რეხვიაშვილმა და თავდამსხმელმა სანდრო იაშვილმა.

ჯერ უცნობია, სად ითამაშებს ქემოკლიძე, იაშვილი თბილისის "დინამოში" გადავიდა, რეხვიაშვილთან კონტრაქტის გაფორმება კი თბილისის "დინამოს", "ზესტაფონსა" და ერთ-ერთ უცხოურ კლუბს სურთ. თუმცა ეროვნული ნაკრების 23 წლის მცველს თანხმობა არც ერთისთვის უთქვამს.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა. კლუბის ნამატიც საკმაოდ სოლიდურია. სიახლეებზე "ოლიმპის" დირექტორი თორნიკე მაისურაძე გველაპარაკება.

"უკვე ხუთი მოთამაშე დავიმატეთ: "სამტრედიადან" თავდამსხმელი გიორგი მიქაბერიძე, რომელიც რუსთავშია გაზრდილი, აგრეთვე ბოლნისის "სიონის" მცველები
დავით ლომაია და სერგო ორბელაძე, ფოთის "კოლხეთიდან" კი მიხეილ მახვილაძე. რაც შეეხება ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელ ირაკლი ქობალიას, ის ევროთასებისთვის იჯარით მოვიწვიეთ", - გვითხრა მაისურაძემ.

არ არის გამორიცხული, კლუბში მალე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოხდეს, თუმცა ამის თაობაზე რუსთავული კლუბის დირექტორი ჯერ არაფერს ამბობს.

"ოლიმპი" ევროპის ლიგაზე პირველ შეხვედრას 30 ივნისს გამართავს, გუნდი სეზონისთვის მზადებას 2 ივნისს რუსთავში დაიწყებს, 9 ივნისს სლოვენიაში, მარიბორში მეორე შეკრებას დაიწყებს, სადაც 21 ივნისამდე დაჰყოფს, 22-ში კი ევროპის ლიგის კენჭისყრა გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული