ირაკლი მოდებაძე "ოლიმპში" რჩება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი რუსთავის "ოლიმპი" 2 ივნისს შეიკრიბება. მანამდე კი ბევრი საკადრო საკითხია გადასაწყვეტი. შევიტყვეთ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი საკითხი კლუბის სასარგებლოდ გადაწყდა: ირაკლი მოდებაძე მომავალ სეზონშიც "ოლიმპის" ღირსებას დაიცავს.

26 წლის თავდამსხმელი თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრებში გამოიძახა, მას კი კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და არერთი შეთავაზების შემდეგ ფიქრობდა, კარიერა სად გაეგრძელებინა. მას უცხოეთში და თბილისის "დინამოში" თამაშს სთავაზობდნენ, მაგრამ თქვა, რომ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში ისევ "ოლიმპში" ითამაშებდა და ასეც გადაწყვიტა.

"ოლიმპის" მენეჯერ შოთა შერმადინის თქმით, ირაკლის კლუბში დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია, რაც
"ოლიმპის" ხელმძღვანელობას ახარებს - მათ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავალ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირის იმედი აქვთ.

თუმცა ფეხბურთელს ჯერ კონტარქტი არ გაუფორმებია - მხარეები ხელშეკრულებას სანაკრებო შეხვედრის შემდეგ მოაწერენ ხელს.

ასევე გადაწყვეტილია, რომ კლუბში განაგრძობს თამაშს მცველი ლაშა ჯაფარიძე, რომელიც შარშან "ვიტ ჯორჯიადან" დაიმატეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული