"ოლიმპში" გასასინჯები გამოსცადეს

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპი" სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ "ფოლადზე" ძირითადი შემადგენლობა გასასინჯ ფეხბურთელთა გუნდს შეხვდა, რომელთაც რამდენიმე "ძველი" დაემატა.

მატჩი ძირითადების გამარჯვებით 4:0 დასრულდა. ორჯერ გაიტანა დენის დობროვოსკიმ, ერთხელ - ვაკო ტყემალაძემ და გიორგი ქავთარაძემ.

"ოლიმპის" დირექტორ თორნიკე მაისურაძის თქმით, სლოვენიაში უკვე დადგენილი შემადგენლობით გაემგზავრებიან, მაგრამ გამორიცხული არ არის, შეკრების შემდეგ ფეხბურთელები კიდევ დაიმატონ.

იქნება თუ არა ხმაურიანი შენაძენები "ოლიმპში"? ამ კითხვაზე მაისურაძე გვპასუხობს, რომ "შესაძლოა, ასეც მოხდეს", მაგრამ ჯერ გადაჭრით ვერ ამბობს. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყველა მათგანი ქართველი იქნება.

სლოვენიაში ჩვენი ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს, ორი მეტოქე გარკვეულია, "მარიბორი" და "კოპერი", დანარჩენი ორიც მალე გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული