უმაღლეს ლიგას კენჭი უყარეს

AutoSharing Option
დღეს, 10 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრას უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეროვნული ჩემპიონატი ამა წლის 7 აგვისტოს დაიწყება. პირველი ლიგის გუნდები კი, ერთი დღით ადრე - 6 აგვისტოს დაიწყებენ ასპარეზობას.

კენჭისყრის შედეგად, უმაღლესი ლიგის თორმეტი გუნდი სატურნირო ცხრილში შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდება:

1. "ოლიმპი"

2. "ბაია"

3. "გაგრა"

4. "სპარტაკი"

5. "ვიტ ჯორჯია"

6. "ტორპედო"

7. "ზესტაფონი"

8. "დილა"

9. "დინამო თბილ
ისი"

10. "მერანი"

11. "სიონი"

12. "კოლხეთი"

რაც შეეხება მომავალი ეროვნული ჩემპიონატის კალენდარს, ის რამდენიმე დღეში იქნება მზად და სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული