ეროვნული ჩემპიონატი ამა წლის 7 აგვისტოს დაიწყება. პირველი ლიგის გუნდები კი, ერთი დღით ადრე - 6 აგვისტოს დაიწყებენ ასპარეზობას.
კენჭისყრის შედეგად, უმაღლესი ლიგის თორმეტი გუნდი სატურნირო ცხრილში შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდება:
1. "ოლიმპი"
2. "ბაია"
3. "გაგრა"
4. "სპარტაკი"
5. "ვიტ ჯორჯია"
6. "ტორპედო"
7. "ზესტაფონი"
8. "დილა"
9. "დინამო თბილ
10. "მერანი"
11. "სიონი"
12. "კოლხეთი"
რაც შეეხება მომავალი ეროვნული ჩემპიონატის კალენდარს, ის რამდენიმე დღეში იქნება მზად და სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.
სფფ-ის პრესსამსახური