აღსანიშნავია, რომ კიკნაძესა და ზამთარაძეს "ტორპედოში" ერთად 3 წლის წინაც უმუშავიათ. ბოლო დროს კი თბილისის "ლოკომოტივს" ავარჯიშებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ბოლოს გია გიგატაძეს ეკავა, მისი ხელმძღვანელობით 2010/11 წლების სეზონში გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, საქართველოს თასისთვის ბრძოლაში კი ფინალური შეხვედრა "გაგრასთან" დათმო.