ქუთაისის "ტორპედოს" გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე გაწვრთნიან

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდს მომავალი სეზონიდან გიორგი კიკნაძე გაწვრთნის. მისი თანაშემწე კი ზაზა ზამთარაძე იქნება. მწვრთნელებსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 წლის ვადით გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ კიკნაძესა და ზამთარაძეს "ტორპედოში" ერთად 3 წლის წინაც უმუშავიათ. ბოლო დროს კი თბილისის "ლოკომოტივს" ავარჯიშებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ბოლოს გია გიგატაძეს ეკავა, მისი ხელმძღვანელობით 2010/11 წლების სეზონში გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, საქართველოს თასისთვის ბრძოლაში კი ფინალური შეხვედრა "გაგრასთან" დათმო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები აბა თქვენ იცით ჩემპიონობა უნდა დაიდოს
gabro
19:34 11-06-2011
0
ასეთი მწვრთნელებით და ფეხბურთელები ჩემპიონობაა რთულიააა. მგონი ტორპედოს ტრანსფერებზეე ცოტა დააგვიანდაააააა და არ აქტიურობენნნნ
mleta
20:06 11-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული