"გუნდი 4-ვარსკვლავიან სასტუმრო "ბოლფენკში" დაბინავდა, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა კლუბი მომავალი ევროტურნირისა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპისთვის სრულფასოვნად მოემზადოს. გუნდის განკარგულებაშია: უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ და ხელოვნურსაფრიანი მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი და საცურაო აუზი.
"მეტალურგის" თითქმის მთლიანი შემადგენლობა დღეში ორჯერ ვარჯიშობს. მცირე ტრამვა აწუხებს ოთხ ფეხბურთელს - რეზო გეწაძეს, დენის დობროვოლსკის, ივანე კანდელაკსა და ვაკო ტყემალაძეს.
რუსთაველები პირველ ამხანაგურ მატჩს 14 ივნისს ავსტრიაში ადგილობრივი ბუნდესლიგის
"მეტალურგი" თბილისში 21 ივნისს გამოემგზავრება და უეფას თასის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩისათვის საქართველოში განაგრძობს მზადებას", - გვითხრა რუსთაველთა პრესატაშე შოთა შერმადინმა.
როგორც დავადგინეთ, კლუბში ვარჯიშობს ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე, რომელიც აზერბაიჯანში აპირებდა კარიერის გაგრძელებას. შერმადინის თქმით, 26 წლის ნახევარმცველი "მეტალურგში" მინიმუმ ევროპის ლიგაზე ითამაშებს.
თუმცა დიდი ალბათობაა, რუსთაველებს ევროთასამდე გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე გამოაკლდეთ.
"კვახაძის ამბავი ჯერ არ გადაწყვეტილა. ის ლუგანსკის "ზარიას" შეუერთდა და დიდი შანსია, უკრაინულ გუნდში დარჩეს. თუ ასე არ მოხდა, ევროპის ლიგის მატჩამდე დაგვიბრუნდება", - გვითხრა შერმადინმა.