კიკნაძე-ზამთარაძე ქუთაისის "ტორპედოს" 2006-2007 წლების სეზონის შუა პერიოდშიც ავარჯიშებდნენ, მაგრამ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ორი მატჩის მერე გუნდი დატოვეს.
კიკნაძემ და ზამთარაძემ იმ სეზონიდან ერთად დაიწყეს მუშაობა უმაღლეს ლიგაში, წვრთნიდნენ რუსთავის "ოლიმპს", შემდეგ იყო "ტორპედო", სეზონი კი თბილისის "ლოკომოტივში" დაასრულეს, რაც სამწვრთნელო რეკორდი იყო - ერთ სეზონში სამი გუნდი ვის გაუწვრთნია?
დუეტმა 2009-2010
გიორგი კიკნაძესთან მხოლოდ მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ, ჯერ ვითარებაში გავერკვევი და ვრცლად მერე ვილაპარაკოთო.
- რა ცვლილებებს გეგმავთ გუნდში?
- ჯერ ქუთაისშიც არ ჩავსულვართ და ცვლილებებზე ლაპარაკს მოვერიდები. ვითარებას ადგილზე გავეცნობით და მერე ყველაფერს გეტყვით.
- "ტორპედოსთან" მოლაპარაკება როდის დაიწყეთ?
- სულ რაღაც სამი-ოთხი დღეა. სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი და საკმაოდ სასიამოვნო შემოთავაზება იყო.
- "ტორპედოს" მეპატრონეებს ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელება სურთ. ალბათ, ამაზეც ილაპარაკებდით.
- ჯერ ამაზეც ვერ გიპასუხებთ. შარშან ტრანსფერებში საკმაო თანხები დაიხარჯა და დიდი დაფიქრება გვმართებს, ვინ მოვიწვიოთ.
- ანუ წლეულს ტრანსფერებზე დიდი თანხები აღარ გამოიყოფა?
- ამას "ვისოლის" ხელმძღვანელები გადაწყვეტენ.
- ალბათ, "ტორპედოს" თამაშებს უყურებდით. თქვენი აზრით, გაძლიერება რომელ რგოლს სჭირდება?
- თამაშებს კი ვუყურებდით, მაგრამ გარედან ბევრი რამ ისე არ ჩანს, როგორც შიგნიდან. ასე რომ, ადგილზე გავერკვევით და გადაწყვეტილებებს მერე მივიღებთ.
აქვე გეტყვით, რომ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტები გაახანგრძლივეს გია მეგრელაძემ, დავით დიღმელაშვილმა და თენგიზ ჩიკვილაძემ - შესაბამისად, 1+1, 2 და 3 წლით.