"გაგრა" რადიკალიზმს არ ცნობს

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "გაგრას" პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე ამბობს, რომ გუნდში ცვლილებებს გეგმავს, მაგრამ - არა რადიკალურს.

"ნამდვილად არ გვყავს ურიგო ფეხბურთელები. თასი სწორედ დღევანდელი შემადგენლობით მოვიპოვეთ და ჩვენს ბიჭებს ვენდობი. თუმცა წლეულს ევროპის ლიგაში "გაგრას" დებიუტი შედგება და, ცხადია, გაძლიერება დაგვჭირდება. ამაზე ვფიქრობთ კიდეც, მაგრამ ყველა შევთანხმდით, რომ სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რადიკალური საკადრო ცვლილებები გუნდს კი არ გააძლიერებს, პირიქით, დაანგრევს.

ევროთასებზე ბევრი ჩვენი გუნდის წარუმატებლობის ერთ-ერთი წინაპირობა ესეც იყო. წარმოუდგენელია, ათი კაცი მოიყვანო და ერთ თვეში შეათამაშო, ამიტომ
მსგავს ექსპერიმენტებს არ ვაპირებთ" - გვითხრა ჩიხრაძემ.

"გაგრა" აპირებს ორი ქართველი ფეხბურთელის დამატებას, ერთი მცველია, რომელიც ნახევარდაცვაშიც თამაშობს, მეორე კი, თავდამსხმელი, ამჟამად უცხოეთში ასპარეზობს. ჩიხრაძეს მათ გვარები ჯერ არ აკონკრეტებს.

ამას გარდა, ჩიხრაძე ლვოვის ოლქის მორშჩინის საფეხბურთო აკადემია "სკალას" ორი ან სამი აღზრდილის დამატებასაც ფიქრობს. "სკალაზე" "ლელო" უკვე წერდა - "გაგრას" პარტნიორი უკრაინაში ტალანტების აღზრდით ცნობილო აკადემიაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული