ქუთაისელები მზადებას შეუდგნენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სამწვრთნელო შტაბი გუნდის მომზადებას შეუდგა. გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ ორშაბათს "ტორპედოს" საღორიას ბაზა და ქუთაისის ცენტრალური სტადიონი მოინახულეს. გუშინ კი გუნდის საერთო კრება გაიმართა და ახალი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველად ივარჯიშა.

ცნობილი გახდა ქუთაისელთა მზადების გეგმები. დღეს და ხვალ ივნისს ფეხბურთელები თბილისში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 10 დღე ქუთაისში ივარჯიშებენ, მერე კი მზადებას ურეკში გააგძელებენ. მეორე ეტაპი ევროპაში დაიგეგმა, მაგრამ სად, ჯერ არ გადაწყვეტილა.

ქუთაისის "ტორპედო" დატოვა მცველმა ნოდარ მაჭავარიანმა, კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს გამოცდილ თავდამსხმელ რევაზ გოცირიძეს, რომელიც
ბოლო დროს კარგ ფორმაში იყო. გუშინ არც ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, თორნიკე თარხნიშვილსა და გივი იოსელიანს უვარჯიშიათ - მათ სეზონი ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის გამო გვიან დაუსრულდათ და დასვენების გახანგრძლივების უფლება მისცეს.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზეც დაიწყო ბალახის საფრის დაგება - სამუშაოებს ის კომპანია აწარმოებს, რომელმაც ეროვნული ნაკრების ბაზაზე ჩინებული საფარი დააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული