"ტორპედო" კაპიტანმა დატოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც ახალი მთავარი მწვრთნელების, გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით პირველ ვარჯიშში მონაწილეობდნენ:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია, დავით კუპატაძე.
მცველები: დაჩი ფოფხაძე, თემურ ფარულავა, გიორგი გურული, თენგიზ ჩიკვილაძე, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი ჭაავა, ცოტნე ხარაბაძე, გიორგი კუხიანიძე.
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი სეთურიძე, ლაშა ქებაძე, დავით დიღმელაშვილი, გრიგოლ დოლიძე, ლევან ბაკურაძე, დავით კირკიტაძე, მერაბ გიგაური, გივი ჩხეტიანი, ნიკა მაისურაძე.
თავდამსხმელები: ნიკა საბანაძე, ლაშა კემუხტაშვილი, ვახტანგ კვარაცხელია, გია მეგრელაძე.

გასული სეზონის შემადგენლობიდან ვარჯიშზე არ
გამოცხადდნენ მცველები ნოდარ მაჭავარიანი, "ტორპედოს" კაპიტანი სევასტი თოდუა და გივი იოსელიანი, ნახევარმცველები თორნიკე თარხნიშვილი, ლუკა გუგუჩია და თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე. მაჭავარიანისა და გოცირიძის ამბავი ცნობილია, მათ კლუბი დატოვეს, ახალგაზრდულ ნაკრების წევრებს, იოსელიანსა და თარხნიშვილს შვებულება გაუგრძელეს, თოდუასა და გუგუჩიას არყოფნის მიზეზი კი უცნობი იყო.

ვითარებაში გასარკვევად "ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი პაპიაშვილს დავუკავშირდით.

"სევასტი თოდუა და ლუკა გუგუჩია ამჟამად ჩვენთან მართლაც არ ვარჯიშობენ. თოდუას 1 ივლისს კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ ჩვენი სურვილია, დარჩეს და ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმოთ. გასულ სეზონში ასეთი სტაბილური ფეხბურთელი არ გვყოლია, მაგრამ, ეტყობა, სევასტის სხვა გეგმები აქვს.

რაც შეეხება გუგუჩიას, მას "ტორპედოსთან" იჯარის ვადა ამოეწურა და ზუგდიდის "ბაიას" დაუბრუნდა. მისი დაბრუნება გვსურს, თუ ეს მწვრთნელების სურვილიც იქნება. ასეთ შემთხვევაში ზუგდიდელებთან თანხაზე დალაპარაკება დაგვჭირდება", - თქვა პაპიაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორპედო იქნება ის გუნდი მომავალ სეზონში რომელიც ჩემპიონტა ლიგაზე იასპარეზებს. იმედია ეს იქნებ მეორე გუნდი ზესტაფონის შემდეგ რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს ჯგუფურ ეტაპზე
tedo
15:38 18-06-2011
0

სიახლეები პოპულარული