"გაგრა" და ჭედია: ხელი ხელს...

AutoSharing Option
გიორგი ჭედია კარიერას "გაგრაში" გააგრძელებს. თავდამსხმელმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესლიგელი თავუზის "თურანი" სეზონის ბოლოს დატოვა. მას არც აზერბაიჯანში დარჩენის დიდი სურვილი ჰქონდა და საქართველოში რამდენიმე გუნდიც იწვევდა. 22 წლის თავდამსხმელი ბოლოს "გაგრას" შეუთანხმდა.

"რამდენიმე გუნდთან მქონდა მოლაპარაკება, საბოლოოდ არჩევანი "გაგრაზე" შევაჩერე და ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ, არ შევმცდარვარ. სერიოზული გუნდია და არც ისე ურიგო მიზნები აქვს. გათავისუფლების ფურცელს ავიღებ და ხვალ ან ზეგ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ.

გუნდში ჩემი ჩარიცხვა ევროთასების კენჭისყრას დაემთხვა, რომელმაც "გაგრა" "ანორთოსისს" დაუწყვილა. ევროპის ლიგაზე თამაშიც დიდი სტიმულია.
ქეცბაიას ყოფილი გუნდი საკმაოდ ძლიერი და გამოცდილია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთ კლუბებთან თამაში ჩვენი ბიჭებისთვის დიდი გამოწვევაა - თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შანსი, თავი გამოიჩინოს" - თქვა ჭედიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული