"სამტრედიის" სპორტული დირექტორი SPORTALL.GE-ს არაბიძის ტრანსფერზე ესაუბრა

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ  23 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე, რომელიც პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაა, კარიერას ეროვნული ლიგის "სამტრედიაში" გააგრძელებს. 

იმერული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი SPORTALL.GE-სთან გააკეთა:

"გიორგი არაბიძე დაახლოებით ერთი თვეა, რაც "სამტრედიაში" ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს. მოგეხსენებათ, მას ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე კარგად იცნობს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ დამრიგებელს მსგავსი შესაძლებლობა სხვა მოთამაშეებისთვისაც მიუცია.

იმედი გვაქვს, თანამშრომლობა შედგება, არაბიძე ჩვენს გუნდში ითამაშებს და მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება."

შეგახსენებთ, არაბიძე,  რომელსაც საქართველოს ეროვნულ
ნაკრებშიც უთამაშია, დონეცკის "შახტარიდან" "ნასიონალში" გადაბარგდა, პორტუგალიურმა კლუბმა კი ის ჯერ თურქულ "ადანასპორში", შემდეგ კი ვოლგოგრადის "როტორშიც" გაანათხოვრა.

altარაბიძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა და ფორმაში დგება

altდავითაშვილმა გაიტანა, არაბიძემ ხარიხას გაარტყა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 10 /
მორიგი ვითომ „სუპერ ტალანტი“.
შერჩა სამტრედიას.
მარაზმში იხრჩობით
16:55 05-07-2021
6
არაᲑიძეს მოყვანა კი არა ცეცაძე დაახვევჯნეთ გუნდიდან,უკრაინიდან გამოაგდეს,საბურთალომაც იგივე გზას გააყოლა,ეხლა სამტრედიას ანგრევს,,კაცობაც არ ყოფნის რომ შეგვხდეს გულშემატკივრებს,იძურწება თამაშიდან
სამტრედიელი
17:50 05-07-2021
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული