ფიფა–ს ექსპერტები სფფ–ში კლუბებსა და გულშემატკივრებს შეხვდნენ

AutoSharing Option
დღეს, სფფ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი ფიფა-ს ექსპერტები - ევა პასკიე და ჯეოფ უილსონი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს შეხვდნენ.

დღის პირველ ნახევარში, სფფ-ში დაგეგმილ შეხვედრაზე, კლუბების მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები მოვიდნენ. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ჯეოფ უილსონმა ქართული კლუბების წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, მათი იდეები და მოსაზრებები მოისმინა.

მოგვიანებით, დაგეგმილ შეხვედრაზე ფანკლუბების წარმომადგენლები მოვიდნენ. შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა. როგორც ჯეოფ უილსონმა განაცხადა, ქართველი გულშემატკივრებისგან მან არაერთი არაჩვეულებრივი იდეა მოისმინა და მათი მისამართით კომპლიმენტებიც არ
დაიშურა.

ხვალ, ჩვენი სტუმრები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ფედერაციის თანამშრომლებს და ამ დღეებში მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და საკუთარ რეკომენდაციებს გააცნობენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო/ქალბატონო საიტის მესვეურებო, იქნებ მკითხველს შემოგვთავაზოთ ანალიტიკური/საგანმანათლებლო ხასიათის სტატიები იმ თემებზე, რაზეც ჩვენს ფეხბურთში ცოტა თუა ჩახედული. მაგალითად, თანამედროვე საფეხბურთო კლუბების მენეჯმენტზე, ფინანსებზე, მარკეტინგზე, ბავშვთა აკადემიებზე, ტრანსფერებზე, სახელმწიფოს ხარჯზე არსებული უცხოური კლუბების შესახებ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უცხოეთში და ა.შ. მოიწვიეთ ექსპერტები, ფეხბურთის მწვრთნელები და გამოაქვეყნეთ მათი ანალიტიკური სტატიები ამა თუ იმ თემაზე და თამაშზე. უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება თქვენი საიტი. ქართველი ფეხბურთის ბევრი მესვეური და გულშემატკივარი ჭურში ვზივართ:)
uzlevi
06:26 24-06-2011
0

სიახლეები პოპულარული