კვარაცხელიას "ალექსანდრიაში" გასინჯავენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ვებგვერის ცნობით, 23 წლის ფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია უკრაინაში გაფრინდა, სადაც პირველი დივიზიონიდან ვიშალიგაში აღზევებულ "ალექსანდრიაში" გასინჯავენ.

ფეხბურთელმა გასულ სეზონში ქუთაისელთა შემადგენლობაში სულ სამი ბურთი გაიტანა.

კვარაცხელიას კარიერის უკრაინაში გაგრძელება შარშანაც სურდა, მას ლუგანსკის "ზარია" იწვევდა, მაგრამ ფიფას წესებმა ტრანსფერი დააბრკოლა - სეზონში მესამე კლუბში გადასვლა აკრძალულია, კვარაცხელიამ კი სეზონი "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, შემდეგ გადავიდა "ტორპედოში", "ზარია" კი მესამე გუნდი გამოდიოდა.

"ტორპედოში" გამოცდილი თავდამსხმელის, რევაზ გოცირიძის დაბრუნება იმაზე მიუთითებს, რომ ქუთაისელები კვარაცხელიას წასვლისთვის წინასწარ ემზადებოდნენ, ამბიციური გუნდისთვის მხოლოდ ერთი
გამოცდილი ფორვარდის (გია მეგრელაძის) იმედად დარჩენა გაუმართლებელი ინებოდა.

შეგახსენებთ, რომ "ალექსანდრიაში" საქართველოს ახალგაზრდუილი ნაკრების ყოფილი წევრი დავით თარგამაძე თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული