საარჩევნო რევოლუცია - გუნდები სტატუსს იბრუნებენ

AutoSharing Option
25 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის XX ყრილობა გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სულ ყრილობას ხმის უფლების მქონე 32 დელეგატი დაესწრება:

1. ალექსანდრე რევაზიშვილი (შიდა ქართლის რეგიონული ფედერაცია)
2. გიორგი კიკაჩეიშვილი (იმერეთის რეგიონული ფედერაცია)
3. ზვიად ერქვანია (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაცია)
4. ხარიტონ ჩხატარაშვილი (გურიის რეგიონული ფედერაცია)
5. სერგო კუტივაძე (ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი)
6. გიორგი პაპიაშვილი ("ტორპედო" ქუთაისი)
7. გიორგი ცინცაძე (კახეთის რეგიონული ფედერაცია)
8. გრიგოლ ყაჩლავაშვილი (მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფედერაცია)
9. ერმილე ჩიტალაძე (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაცია)
10. ჯუმბერ ისაკაძე
(სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაცია)
11. დიმიტრი ჭანტურია (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია)
12. ვაჟა ჟვანია (ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი)
13. ნინო სორდია (ქალთა ფეხბურთის ასოციაცია)
14. ლევან ქორიძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია)
15. ავთანდილ თადუმაძე ("სამტრედია")
16. ვარლამ კილასონია (ქვემო ქართლის რეგიონული ფედერაცია)
17. რუსლან ბაქრაძე (ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა)
18. გიორგი ნემსაძე ("დინამო" თბილისი)
19. რევაზ პერტაია ("მგლები", ზუგდიდი)
20. შოთა შერმადინი ("ოლიმპი", რუსთავი)
21. მურთაზ შელია ("სპარტაკი", ცხინვალი)
22. გიორგი დარჯანია (ფუტსალის ასოციაცია)
23. ლევან ბაჯელიძე ("სიონი", ბოლნისი)
24. ავთანდილ შალამბერიძე (მსაჯთა და დამკვირვებელთა კავშირი)
25. ოთარ გზირიშვილი ("ზესტაფონი")
26. გიორგი აღდგომელაძე (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაცია)
27. გოჩა თამაზაშვილი (თბილისის ფეხბურთის ფედერაცია)
28. დავით ქანთარია ("ბიჩ-სოკერის" ასოციაცია)
29. მალხაზ კაკაურიძე ("ვიტ ჯორჯია")
30. გიორგი ჯანჯღავა ("კოლხეთი", ფოთი)
31. დავით ფრანგიშვილი (ეზოს ფეხბურთის ასოციაცია)
32. აკაკი ბირბიჩაძე (საფეხბურთო სკოლების ასოციაცია).

ყრილობაზე ერთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ - "სფფ-ის წევრის სტატუსის შეჩერება". ვის შეუჩერდება და რა მოტივით ფედერაციის წევრის სტატუსი? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელს, რევაზ შენგელიას მივმართეთ.

"ფედერაციის სტატუსი შეუჩერდება პროფესიული ფეხბურთის ლიგას, რაც მის ამჟამინდელ უმოქმედობას არ უკავშირდება. ფიფას დებულებით, ფედერაციის წევრები ერთად არ შეიძლება იყვნენ პროფლიგა და უმაღლესი ლიგას კლუბები - ასეთი იყო უეფასა და ფიფას მოთხოვნა. ასე რომ, ეს ცვლილება აუცილებელი იყო. სხვაგვარად, ფედერაციის წევრობა უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის უნდა შეგვეჩერებინა" - გვითხრა შენგელიამ.

ყრილობაზე ფედერაციის წესდებაში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც იგეგმება: სფფ-ში შემუშავებული ახალი წესდების პროექტის მიხედვით, გაიზარდება ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატების რაოდენობა.

რამდენიმე წლის წინ, პირველი და რეგიონული ლიგების კლუბებს ფედერაციის წევრის სტატუსი ჩამოართვეს, რაც, ფიფას დებულებიდან გამომდინარე, ნონსენსი იყო. ამით ხელოვნურად შეამცირეს ყრილობის დელეგატთა და იმ სუბიექტების რაოდენობა, რომელთაც ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეეძლოთ. ნაკლები დელეგატი მეტ კონტროლს და, ფაქტობრივად, არასასურველი კანდიდატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვას ნიშნავდა.
"თუ ყრილობის დელეგატები ახალ წესდებას დაამკიცებენ, ფედერაციის წევრები გახდებიან პირველი და რეგიონული ლიგების ის კლუბები, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ და წევრობისთვის საჭირო პროცედურას გაივლიან. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია, მომავალ ყრილობაზე დელეგატების რაოდენობის გაზრდა. ცხადია, ისეთ კლუბებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ერთ სეზონში იშლებიან" - გვითხრა შენგელიამ.

ფიფას დებულებით, ეროვნული ფედერაციის ეგიდით მოთამაშე ნებისმიერი კლუბი მის სუბიექტად ითვლება. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული ფიფას არჩევნები: კონგრესზე ხმის უფლება გააჩნია ყველა ეროვნულ ასოციაციას. ეს მოდელი იმასაც ნიშნავს, რომ არჩევნებში ხმოსანი დელეგატი უნდა ჰყავდეთ უმაღლესი, პირველი და რეგიონული ლიგების კლუბებს - არადა, ამ უფლებით ახლა მხოლოდ უმაღლესლიგელები სარგებლობენ.

საქართველოში არსებული საარჩევნო დებულება ფიფას არჩევნებს რომ მოვარგოთ, კონგრესზე ხმის უფლება მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ ქვეყნებს დარჩებოდათ.

წლებია, საფეხბურთო სამყაროს ერთი ნაწილი სამართლიან საარჩევნო წესდებას ითხოვდა, მაგალითად, "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებლები. ქართული ფეხბურთი არ არის მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდებისა და არც საფეხბურთო მოხელეების, ყრილობაზე დაბალი ლიგების კლუბის გაჭირვება და ტკივილიც უნდა მოისმინონ.
ყრილობა დაამტკიცებს აღმასრულებელი კომიტეტის ახალ შემადგენლობასაც. წარდგენილი 20 კანდიდატიდან აღმასკომში მხოლოდ 18 მოხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული